"ცეზიუმ137-ი შეიძლება დაგროვდეს თევზში, სოკოებში, წყალმცენარეებში," - აცხადებენ ისინი.
BBC-ის ინფორმაციით, ორმა ექიმმა მათ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ექიმებს, სახელმწიფო საიდუმლოს მიზეზით, დაუმალეს, რომ დაზარალებულებისგან მათ შესაძლოა რადიაციის დიდი დოზა მიეღოთ.
"დაზარალებულები საავადმყოფოს მ,ისაღებში იყვნენ მოთავსებული და მათ ირგვლივ უამრავი ექიმი და სხვა ავადმყოფი ირეოდა. სულ დაზარალებულებთან 90 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი," - აცხადებენ BBC-ის რესპოდენტები.
ექიმების ცეზიუმ-137-ით დასხივების შესახებ The Moscow Times-ი ჯერ კიდევ 16 აგვისტოს წერდა. მისი ინფორმაციით, ФСБ ექიმებისგან, რომლებიც დაზარალებულებთან კონტაქტობდნენ, გაუთქმელობის ხელწერილის დადებას ითხოვდა.
21 აგვისტოს პორტალმა "Медуза"-მ დაწერა, რომ ექიმს, რომელსაც რადიოაქტიური ელემენტი აღმოუჩინეს, განუცხადეს, რომ მან ეტყობა ტაილანდში ყოფნის დროს "ფუკუსიმას კიბოჩხალები" შეჭამა (ფუკუსიმა - ატომური ელექტროსადგური, რომლისგანაც ცუნამის შედეგად რადიაციამ გაჟონა. ნიუპოსტი). არადა, გამოცემის წყარო აცხადებს, რომ იგი რამდენიმე საათის განმავლობაში დაზარალებულებთან რესპირატორის გარეშე მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები






