"შვილს, რომ ბავშვების დასახოცად იარაღით გაუშვებ..." - თბილისში, ძაღლების ჩხუბის დროს დაჭრილი მოზარდის დედა სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს ჰყვება
თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 17 წლის ერეკლე ჩექურიშვილი 9 აგვისტოს თავის არეში 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დაჭრა.
არასრულწლოვანი, ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
დაჭრილის დედა ნინო ჩეკურიშვილი "ნიუპოსტს" მომხდარის შესახებ ახალ დეტალებს უყვება.
დედის თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ერეკლე ძმასთან ერთად სკვერში ძაღლს ასეირნებდა. მათ ძაღლს სხვა ძაღლმა უკბინა, რის შემდეგად პატრონებს შორის ურთიერთშელაპარაკება და მცირე ფიზიკური დაპირისპირბა მოხდა. არასრულწლოვანმა სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯვარი ჰქონდა დაკარგული და მის საძებნელად დაპირისპირების ადგილზე დაბრუნდა, როდესაც ისევ სახლში ბრუნდებოდა ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
"ჩემი შვილი ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და 3 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი. ერეკლე 51-ე სკოლაში სწავლობს და არის საუკეთესო მოსწავლე, რომელმაც ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და გადავიდა ერთი წლით წინ, არანაირი შეხება ქუჩასთან მას არ ჰქონია, ბავშვი დადის კრივის წრეზე. აქედან გამომდინარე კრიმინალურ უბანთანაც არანაირი შეხება არ ჰქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო ეს. ძაღლი გვყავს გერმანული ნაგაზი, რომელიც ალიკაპით დაგვყავს, რომ არანაირი შემთხვევა არ მოხდეს. 9 აგვისტოს, ბავშვებმა ძაღლი ჩაიყვანეს "ლონდონის ბაღში", ალიკაპით ჩაყვანილ ძაღლთან ერთად ისხდნენ ბაღში. პირს რომელიც არის ნასამართლევი და ამნისტიით გამოშვებული განზრახ მკვლელობის მცდელობაზე, ბაღში ჰყავდა კანგალის ჯიშის ძაღლი , რომელიც აუშვა. ეს წამოვიდა ჩვენი ძაღლის მიმართულებით, პატრონი იდგა და არ გამოყვა. ეს ძაღლი ეცა ყელში ჩვენ გერმანულ ნაგაზს, ბავშვებმა ძაღლს ფეხი დაარტყეს, რადგან სხვანაირად ვერ მოაშორეს. ეს მკვლელი მივარდა ბავშვებს, შეაგინა , თქვენ ვის ძაღლს ურტყამდით ფეხებს და აზრზე მოდიო, რა თქმა უნდა, ძმები ერთმანეთს მიეშველნენ და მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
შემდეგ, ბავშვები წამოვიდნენ სახლში და როცა შინ მოვიდნენ, გვითხრეს რა როგორ იყო და გაგვაშველესო, არც მიცემია, გაგვარტყა და მეც გავარტყიო, ამით მორჩაო. ბავშვმაც მითხრა, რომ იმ კაცს თვალები ჰქონდა რაღაც არაბუნებრივად აწითლებულიო, ეტყობა რაღაც ჰქონდა მოწეულიო იმიტომ, რომ იმხელას ღრიალებდა, თავს ვერ აკონტროლებდაო. ამის შემდეგ, სადღაც ნახევარ საათში ერეკლე მიხვდა, რომ ჯვარი აღარ ეკეთა და მითხრა, ჩავალ ალბათ იქ დამივარდაო. არ ვუშვებდი, გარჩევები ხშირად ხდება მანდ, ძალიან კრიმინალური უბანია, ჩემი ოჯახი ამ რაღაცეებში არ ერთვება, მაგრამ სამწუხაროდ, მოგვიხდა ასეთი შემთხვევა. ბავშვი ჩავიდა ძმასთან ერთად, მამამისიც გაყვა უკან, მაგრამ ბავშვები სწრაფად წავიდნენ, მამამისი რომ მიუხლოვდათ ისინი უკვე გამოდიოდნენ, ლონდონის ბაღიდან, მამა, ჯვარი ვიპოვეთო და მოდიოდნენ უკან. ამ დროს ორმა პიროვნებამ გააჩერა, თქვენ აქ ჩხუბი მოგსვლიათ და ხვალ ამ საკითხზე ვილაპარაკოთო, ჩემმა მეუღლემ უთხრა, კიო უბნელები ვართ და შევარიგოთ რაზეა საუბარიო. ამ ორმა პიროვნებამ გაიხედა და ამ დროს მოდიოდა მანქანა, ჩვენი ეზოდან, იქ იყო ჩასაფრებული და ბავშვებს დაუძახეს, რომლებიც მამასთან ერთად იყვნენ, რომ სადმე მოეფარეთო, მაგრამ ისეთი ადგილია ვერსად ვეღარ მოასწრებდნენ გასვლას. მანქანა სწრაფად წამოვიდა, ისროლა ორჯერ, ყელში მოარტყა, მერე მეორე ძმას დაუმიზნა პირდაპირ თავში მოარტყა და წავიდა სწრაფი სვლით, უბრალოდ იქ მოსაფარებელი ადგილიც არ არის. ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში შევიყვანეთ ალადაშვილის კლინიკაში, სადაც არანაირი იმედი არ მოგვცეს, დაიღუპებაო. 10 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გადმოვიყვანე ღუდუშაურის კლინიკაში და დღემდე იბრძვიან, რომ ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნონ და მადლობელი ვარ ამისთვის, ყველა ექიმის და ჯანდაცვის სამინისტროსი, ვინც დღემდე მკურნალობს" - აღნიშნა ჩეკურიშვილმა.
მისივე თქმით, მედიაში მომხდართან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია დაკავებულის ოჯახის წევრების მხრიდან გავიდა.
"რამდენიმე დღეში გადის კადრები ტელევიზიით, დაკავებულის დედა იძახის, რომ მამამ და შვილებმა სცემეს და შეტენესო, მოვიდა სახლში გამოიცვალა იარაღი აიღო და გავიდაო დ ასეთი შემთხვევა მოხდაო. ამ ინფორმაციას, ავრცელებენ, მერე იქ ნათესავები გამოვიდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მოსულიყო ეს ტელევიზია და რაც მოხდა ეს ინფორმაცია გავრცელებულიყო და ხალხს სიმართლე გაეგო, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ნაძირალა საშინელებებს ჩადიოდა და სხვა დედაც ყავს მაგას გამწარებული. სოციალურ ქსელში ძალიან ცუდი კამპანია მიდის ამაზე და ყველამ სიმართლე ხო არ იცის და მამაზე იძახიან დასაჭერიაო. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ნაძირლები ჩვენ კი არ ვართ, ისინი არიან, დედამისიდან დაწყებული, ყველა, თითოეული ოჯახის წევრით დამთავრებული. დედა, რომ შვილს ბავშვების დასახოცად იარაღით გაუშვებ, სახლიდან იარაღი გააქვს და ისინი ხელს არ უშლიდნენ. ცილისწამებას ავრცელებენ ძალიან საშინელს და მინდა უბრალოდ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს" - განაცხადა ნინო ჩეკურიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






