მოლაპარაკებამ არაფორმალურ გარემოში ჩაიარა - ჯონსონმა ყავის მაგიდაზე ცოტა ხნით ფეხიც კი შემოდო.
გავრცელებულმა ფოტომ სოციალური ქსელი ააფეთქა. სოცქსელის მომხმარებლებმა ბრიტანეთის პრემიერს უზრდელობაში და უმეცრებაში დასდეს ბრალი, თუმცა როგორც აღმოჩნდა ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო, ჯონსონმა მაგიდაზე ფეხი მაკრონის ხუმრობის საპასუხოდ შემოდო.
Sky News-ის კორესპონდენტის ცნობით, მაკრონმა ჯონსონს ხუმრობით უთხრა, რომ თუ უნდოდა თავი უფრო თავისუფლად ეგრძნო, მაგიდაზე ფეხის შემოდებაც კი შეეძლო, რაც ჯონსონმა გააკეთა კიდეც. ჯონსონის ქმედებას მაკრონი ღიმილით შეხვდა.
მსგავის „თამამი“ ქმედებები არც ემანუელ მაკრონისთვის არის უცხო, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს მას ხელი მუხლზე დაადო.

ელისეის სასახლემ მაკრონი-ჯონსონის მოლაპარაკებებს "ყოვლისმომცველი" და "კონსტრუქციული" უწოდა
ბორის ჯონსონს სურს გადაიხედოს შეთანხმება, რომელიც "ბრექსიტთან“ დაკავშირებით მისი წინამორბედის ტერეზა მეისა და ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის არის დადებული, ამავე დროს ჯონსონი პირობას დებს რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს ყველა ვარიანტში დატოვებს, შეთანხმებით თუ მის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები






