ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი საკუტარი ცხოვრების შესახებ ყვება.
"მინდა, შეუმჩნევლად, მშვიდად ვიცხოვრო. ჩემი ბალიში დავიდო მუხლებზე, დავეყრდნო და ვიფიქრო ჩემთვის. მყავს მუდმივი მეგობრები მუსიკოსების, თეატრალების, მხატვრების სამყაროდან. ბევრი გარდაცვლილიც, მაგრამ მუდმივად ჩემთან მყოფი.
გულში დეფიბრილატორი მიდგას, ჯიბეში – პატარა სეიფი, წამლის აბებით სავსე. ვფიქრობ, ჩემს ოჯახს ჯერ კიდევ ვჭირდები. ვარიდებ თვალს და თავს უსიამოვნო ამბებს, ვცხოვრობ ჩემს სამყაროში, მაგრამ სამყარო მაინც იჭრება ჩემში.
ცხოვრებაში ბევრი კითხვის ნიშანია, რაც ასაკს მოჰყვება. როცა იწყებ ძიებას პასუხებისას ამ კითხვის ნიშნებზე, უკვე სიბერე მოდის.
პოსტ სკრიპტუმ კი მინდა გითხრათ: ყველა ამბავი მოგონილია, რადგან არავინ იცის ჭეშმარიტება. რაც სამყარო არსებობს, არსებობს კითხვის ნიშნები, რასაც ვერც ერთმა გენიოსმა პასუხი ბოლომდე ვერ გასცა" - ამბობს მსახიობი.
მასალის გამოყენების პირობები






