"ასე ცუდად,10-ბალიანი შტორმის დროსაც არ ვყოფილვარ, როდესაც სიკვდილს ვებრძოდი" - 79 წლის კაცის ისტორია, რომელიც სიბერეს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს
საზოგადოება - 12:21, 22 Aug, 2019     1040

„მე სიგიჟემდე მიყვარდა ზღვა, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ახალგაზრდების სპორტულ აღზრდას ვემსახურებოდი“, - იხსენებს ჩვენი ბენეფიციარი ლევან სალუქვაძე. დღეს იგი 79 წლისაა და სიბერეს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს. „არასდროს ვყოფილვარ ასე ცუდად, არც 10-ბალიანი შტორმის დროს, როდესაც სიკვდილს ვებრძოდი“,- ამბობს ყოფილი მეზღვაური.

მეგობრებო, აბა როგორ უნდა ეყოს ავადმყოფ ადამიანს პენსიის 200 ლარი და 60 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა? „პენსია და შემწეობის თანხა წამლებში მეხარჯება, ხანდახან საჭმლის ფულიც არ მრჩება, ამას ზღვაში შტორმის დროს დახრჩობა სჯობდა. ამასწინათ, „საქტრანსგაზიდან“ მოვიდნენ და გამათბობელი მომიხსნეს, ძველი არისო და არ შეიძლებაო, გაზიც გათიშეს. ვარ ახლა ცხელი წყლის გარეშე, უამრავი ავადმყოფობა მაწუხებს, მათ შორის გულის, გადატანილი მაქვს ინსულტი. არავინ ჩემს ირგვლივ არ არის, ძალიან მიჭირს“ - ამბობს იგი.

მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ; როდის გახდით მეზღვაური?

ლევან სალუქვაძე: საზღვაო სასწავლებელი დავამთავრე, ჯერ იუნგა ვიყავი, შემდეგ - მეზღვაური, სულ ბოლოს კი დიდი ლაინერების კაპიტნის თანაშემწე. დიახ, მთელი ჩემი ცხოვრება სანაოსნო საქმეს მივუძღვენი.

რატომ დარჩით სიბერეში მარტო?

ლევან სალუქვაძე: მეუღლემ ვერ გაუძლო ჩემი ცხოვრების რიტმს. ქალიშვილი იტალიაში გათხოვდა და დავრჩი მარტო...

რაზე ოცნებობს ყოფილი მეზღვაური?

ლევან სალუქვაძე: მე ვოცნებობ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილო ზღვა, რომ კიდევ ერთხელ მაინც შევდგა ფეხი გემის ბაქანზე. ვიცი, რომ ეს არარეალურია, რადგან ისეთი გამწარებული ცხოვრება მაქვს სიბერეში, რომ ამ ოცნებებით წავალ საიქიოში...

როდის დაანებეთ თავი ნაოსნობას?

ლევან სალუქვაძე: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ნაოსნობა მოიშალა ფაქტიურად. 90-იან წლებში დავრჩი საყვარელი საქმის გარეშე, თუმცა სპორტსკოლას ჩავუდექი სათავეში და მომავალ თაობას ვზრდიდი ცხოვრების ჯანსაღი წესის სიყვარულით. ახალგაზრდობაში მე სპორტსმენიც ვიყავი, კერძოდ ხუთჭიდში. აი, კიდევ სული რომ მიდგას, ეს სპორტული წარსულის დამსახურებაა.

ხართ კმაყოფილი ჩერნოვეცკის ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამით?

ლევან სალუქვაძე: ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებულად კმაყოფილი ვარ თქვენი მედპერსონალით, ძალიან მიყვარს ექიმი მანანა ვარდიაშვილი. მისი ყოველი ვიზიტი ჩემთვის არის დღესასწაული. დიდი მადლობა, აგრეთვე, ფონდის ექთანს და სოციალურ მუშაკს. ისინი ნამდვილად რომ დიდ საქმეს აკეთებენ. მე ვარ მოწმე.

მეგობრებო, მოდით ამოვიყვანოთ მარტოობისა და სიღარიბის ფსკერიდან ყოფილი მეზღვაური, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი და ვაჩუქოთ მომავლის იმედი! მას ბევრი რამ ესაჭიროება: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჭურჭელი, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და რაც მთავარია - ადამიანური ყურადღება. თუ არ გაქვთ მატერიალურად დახმარების საშუალება, შეგიძლიათ გააზიაროთ ეს მასალა. ესეც დიდი დახმარებაა. რაც მეტი თქვენი მეგობარი წაიკითხავს ამ ისტორიას, მით უფრო რეალურია ხანდაზმული ადამიანის დახმარების შანსი.

ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლევან სალუქვაძე).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42