აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - ნაძალადევში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
საზოგადოება - 12:18, 22 Aug, 2019     1039

ნაძალადევში აბონენტის უპასუხისმგებლობა და აფეთქების საფრთხე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - ინფორმაციას ამის შესახებ "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა სპეციალური ლაზერული აპარატით შეამოწმეს.

ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს. დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მათი დახმარებით მოხერხდა.

სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო მიერთებული. ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო.

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და ე.წ. მდგმურებმა საცხოვრებელი ფართი წინა ღამეს დაცალეს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.

განსაკუთრებით მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით, უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სწრაფმა და დროულმა ქმედებამ კორპუსი აფეთქებას გადაარჩინა.

მადლობა საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებს.

განსაკუთრებული მადლობა იმ მოქალაქეს, რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა და აღნიშნულ მისამართზე გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინა" - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42