ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოებზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს
საზოგადოება - 15:20, 21 Aug, 2019     759
ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს. გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.


მისი თქმით, კომპანიას ამ მიმართულებით მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს.

„ამ კომპანიას აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში.

მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ა.შ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებულის გამოვლენა, დიდი ხანია გვინდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვარდებოდა ინტერესთა გამოხატვა და ვერ ვახერხებდით შეგვერჩია შესაბამისი კომპანია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კომპანია იმუშავებს ამ პროექტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე განხორციელდება. ჩატარდება ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რასაც დაეყრდნობა პარკის ფუნქციური ზონირება. ამასთანავე, ჩატარდება პარკში არსებული მწვანე საფარის სრული ინვენტარიზაცია და შემუშავდება ახალი დენდროლოგიური პროექტი.

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარე წინასწარ იქნება ინფორმირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42