"ისევ ზეწოლა ხდება" - შშმ მოზარდის ოჯახი პოლიციის თანამშრომლებს ისევ ადანაშაულებს - რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში?
საზოგადოება - 12:15, 20 Aug, 2019     1074
ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის გატაცებასა და 12 წლის მოზარდზე ძალადობაში ამხელს, სამართალდამცავებს გულგრილობასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

დონარა ცხვარაძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც 1 ივნისს მომხდარი ფაქტის შესახებ მედიასთან ისაუბრა და მთავარ პროკურატურაში სამართალდამცავთა შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მას სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთი ინცინდენტი შეემთხვა.

ცხვარაძე ირწმუნება, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს განყოფილებაში მივიდა, რადგან გაერკვია, ვის გადაებარა რეზონანსული საქმე და რა ეტაპზე იყო მისი მეუღლის საქმის გამოძიება.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ სამტრედიის პოლიციის უფროსის მოადგილის, ლევან მიგინეიშვილის უშუალო ბრძანებით მას პოლიციის განყოფილება ისე დაატოვებინეს, რომ არცერთი კითხვისთვის პასუხი არავის გაუცია. ქალი ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის გაღიზიანება სწორედ მის სკანდალურ ინტერვიუებს უკავშიერდება.

დონარა ცხვარაძე მომხდარს ზეწოლად აფასებს და სახალხო დამცველის ინფორმირებას აპირებს. შშმ ბავშვის დედა საქმის დროულ გამოძიებას და მისი თქმით მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვს.

„მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სამტრედიის პოლიციაში მივედი. მინდოდა ის გამოძიებელი მენახა, რომელსაც ჩემი შვილისა და ქმრის საქმე გადააბარეს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თქვენთან ინტერვიუმდე გივი მეგინაშილი იძიებდა საქმეს, რომელსაც მე საქმის ფალსიფიცირებაში ვადანაშაულებ და ამას დოკუმენტალურად ვადასტურებ.
მოკლედ, მაინტერესებდა ვინ იყო საქმის ახალი გამომძიებელი. თან მას უნდა ჰქონოდა ჩემი შვილის ფსიქიატირული დასკვნა.

პოლიციის განყოფილებაში შესვლისთანავე, რეგისტარურაში ქალლი დამეტაკა - რას ქვია პოლიციელზე, ილია თევზაძეზე იჩივლე. როგორ გალახავდა ბავშვს არ გრცხვენიაო?! ეს როგორ დაწერეო?! ძალიან აგრესიული იყო. ვუთხარი, რომ მე მასთან არანაირი საქმე არ მქონდა.

იქ მდგომმა პოლიციელმა გადარეკა გამომძიებელთან, ვინმე ზვიადთან, რომელსაც გადააბარეს საქმე და უთხრა, რომ მინდოდა მისი ნახვა მაგრამ გამომძიებელმა ჩემი ნახვა არ მოინდომა. ნომერი მომცეს, თუმცა ის ჩემ ზარებს დღემდე არ პასუხობს.

მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელი ქალი, აზსე აგრესიულად მომექცა მე რა თქმა უნდა დავრეკე 112-ში, სადაც განმიმარტეს, რომ მე პოლიციის განყოფილებაში ყოფნისა და გამომძიებლის ნახვის სრული უფლება მქონდა. ბუნებრივია მე ისევ შევბრუნდი განყოფილებაში რა დროსაც პოლიციის მაღალჩინოსანი ლევან მიგინეიშვილი მოვიდა. იკითხა ჩემზე და როცა გაიგო ვინც ვიყავი გასცა ბრძანება აქ გაჩერება არ შეიძლებაო და არ მომცეს დალოდების უფლება. მისი გაღოზიანება ჩემმა ინტერვიუმ გამოიწვია.

მე მხოლოდ გამომძიებელთან გასაუბრება მინდოდა, რომ ფსიქიატიულ დასკვნებს გავცნობოდი. ისევ ზეწოლა ხდება, არ მარკვევენ არაფერში, არ ვიცი რა ეტაპზეა გამოძიება ტელეფონზეც კი არ მპასუხობენ"- აცხადებს ცხვარაძე.

შეგახსენებთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის დედამ სამტრედიის პოლიციას რამდენიმე კვირის წინ უჩივლა. მანამდე კი "ნიუპოსტს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც დონარა ცხვარაძე ამბობდა, რომ მისი 12 წლის შვილი, რომელიც წლებია, ფსიქიური პრობლემების გამო აღრიცხვაზეა, სამართალდამცავებმა ჯერ მოიტაცეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42