მოსახლეობა ამბობს, რომ საკმაოდ დიდ პერიმეტრზე არ არის აღნიშვნა გაკეთებული, რომ ადგილობრივები მიხვდნენ, სად არის ე.წ. საზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდნენ. თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები მაშინაც კი იტაცებენ მოქალაქეებს, თუ ისინი ე.წ. საზღვარს თუნდაც 50 მეტრზე მიუახლოვდებიან.
„ძროხები რომ მიჰყავთ საძოვარზე, მიდიან და იტაცებენ, ხშირ-ხშირად ხდება... რუსის ჯარი უნდა გაიყვანონ და მაშინ გვეშველება, ოსები ჩვენ არაფერს არ გვიშლიან. რუსების ზემოქმედებით არიან, აბა რითი. თუ მიახლოვდები 50 მეტრში დაგინახავენ, მოდიან და მიჰყავხარ - ძაღლები, ავტომატები, თვითონ ჯარისკაცები და ვის გაუძალიანდები, იარაღიან ხალხს როგორ გაუძალიანდები“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საკმაოდ შეშინებულები არიან ოკუპანტების მიერ მათი თანასოფლელების გატაცების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






