"მთავრობა უნდა ყოფილიყო თავიდანვე მობილიზებული აქ და ეს ამბავი არ მოხდებოდა...ვართ უყურადღებოდ, ღმერთის იმედად" - გუგუტიანთკარელები
საზოგადოება - 15:39, 17 Aug, 2019     603
გუგუტიანთკარის მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის მოლოდინშია - საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა წყლის რეზერვუარიც, რომლიდანაც სოფელი მარაგდება. ადგილობრივების ნაწილი მედიასთან კონტაქტს ერიდება. პირად საუბრებში გგუტიანთკარელები ამბობენ, რომ მათ გაჩუმება ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს, სანაცვლოდ კი დახმარებას დაჰპირდნენ.

თუმცა დღეს სოფელში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

სოფლის მცხოვრებლების ის ნაწილი ვინც მედიასთან ღიად საუბრობს, მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ბედით უკვე დიდი ხანია აღარავინ დაინტერესებულა. ისინი ეჭვობენ, რომ ოკუპაცია გაგრძელდება და რუსი ჯარისკაცების კონტროლქვეშ, დანარჩენი სოფელიც მალე მოექცევა.

„საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე, მეტი არაფერი. იმიტომ, რომ მთავრობა უნდა ყოფილიყო თავიდანვე მობილიზებული, ყოფილიყო აქ და ეს ამბავი არ მოხდებოდა. პირადად მე და ჩვენი სოფელი ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. არის უყურადღებობა და ხალხის აბუჩად აგდება.

გორის მერი შვებულებაში იქნება, ბევრი საქმე გააკეთა და ხომ უნდა დაისვენოს. რომ მუშაობს მაშინაც ხომ არაფერს აკეთებს და ისვენებს და ახლაც დაისვენოს. არც გორის მერს გაუკეთებია არაფერი, არც საკრებულოს გაუკეთებია, არც გუბერნატორს გაუკეთებია, არავის საერთოდ, ვართ უყურადღებოდ ღმერთის იმედად.

ეს ოკუპაცია ყველა ვარიანტში, ამ მთავრობის ხელში გაგრძელდება, აგერ ნახავთ ,“-ამბობს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები გიორგი გნოლაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42