ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მათ გორის მერი იმ ინტერვიუს გამო გააპროტესტეს, სადაც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში მას შემდეგ ჩავა, რაც შვებულებიდან დაბრუნდება. მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.
„ოკუპაცია გვეხება ყველას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ჩვენი სახლი მიაქვთ თუ არა. რადგანაც ბორდერიზაცია ბოლო წლებია აქტიურ ფაზაშია, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამას შეეგუა და არ თვლის, რომ ყოველ ჯერზე გამოხმაურებაა საჭირო. ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით და სანამ, ერთი მოქალაქეც კი იქნება ბორდერიზაციის მსხვერპლი, ერთი ადამიანის სახლი მაინც დარჩება მავთულხლართს იქით, ჩვენ ამ ყველაფერს არ შევეგუებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დასასვენებლად ვიქნებით თუ სად ვიქნებით, ბორდერიზაცია და ოკუპაცია არის ისეთი პრობლემა, რომელიც უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი ჩვენს დღის წისრიგში,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






