კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 17 აგვისტოს თბილისის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 00 საათიდან 08 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონკოლოგიური კლინიკის ფერდობის, დელისის III ქუჩის, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, დელისის, ზემო დელისის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ტაშკენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 00 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვის, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის საწარმოო ზონის, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის გასასვლელის, თეთრი ხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






