8 სექტემბერს, მოსკოვის დუმას არჩევნების დღეს, 500 000 მოსკოველს ხმის მიცემა ინტერნეტის მეშვეობით შეეძლება. ამის შესაძლებლობა მათ 3 საარჩევნო ოლქში ეძლევათ.
მოსკოვის მერიამ ივლისში სატესტო ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც, მათი განცხადებით, 12 საათიან კიბერშემოტევას გაუძლებს. სწორედ ამ დროის მანძილზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი.
ცნობილი IT სპეციალისტი, ლოტარინგიის ფრანგული უნივერსიტეტის მკვლევარი პიერ რიკ გოდრი აცხადებს, რომ ეს სისტემა აბსოლუტურად დაუცველია. გოდრი აცხადებს, რომ მან იპოვა სისტემის სუსტი წერტილი, რომლის მეშვეობითაც მისი გატეხვა 20 წუთშია შესაძლებელი.
ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, რომ ხმის დაცვის სისტემისთვის მან გამოიყენა სკრიპტი, რომელის მხოლოდ ერთ ფურცელზე დაეტია.
მისი თქმით, ამ სკრიპტის მეშვეობით თავისუფლად შეიძლება ელექტრონული ხმის მიცემის კონტროლი და ხმათა ბალანზე დაკვირვება. გოდრი აცხადებს, რომ მას არ უცდია დაეწერა სკრიპტი, რომელიც კონკრეტულ ბიულეტენის არჩევანს შეცვლიდა, ან სხვის მაგივრად ხმას მისცემდა.
გოდრი აცხადებს, რომ იგი უკვე დაუკავშირდა მოსკოვის მერიას და შეატყობინა მათ სისტემაში აღმოჩენილი ნაკლის შესახებ.
საინტერესოა, ინტერნეტ საარჩევნო სისტემის ეს ნაკლი პროგრამისტების შეცდომაა თუ შეგნებული "ხარვეზი".
მასალის გამოყენების პირობები






