სურსათი, რომელშიც „სუდანის“ ჯგუფის საღებავებია, სიმსივნეს იწვევს - ექსპერტის საგანგაშო დასკვნა
საზოგადოება - 21:32, 15 Aug, 2019     5103

„გერმანული ლაბორატორიის მიერ ადგილობრივი 6 კომპანიის ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის დაფქულ ნიმუშებში აღმოჩენილი არასაკვები საღებვი იწვევს სიმსივნეს და გენების გადაგვარების რისკს“, - ამის შესახებ imedinews-ს momxmarebeli.ge-ს კონსულტანტმა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტმა ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.

როგორც კობალაძე აცხადებს, ამ სურსათის ერთჯერადი მოხმარებით ადამიანი არ იწამლება, თუმცა ხანგრძლივად გამოყენება მის ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებს.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება პროდუქტისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა სწორედ საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

მისი თქმით, საღებავი „სუდანი“ გამოიყენება არასასურსათო პროდუქციის შესაღებად და მისი გამოყენება საკვებში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, momxmarebeli.ge-ს წარმომადგენლებმა ექვსივე კომპანიას გერმანიის ლაბორატორიის დასკვნის შესახებ ოფიციალურად აცნობეს.

„ორგანიზაციას მხოლოდ კომპანია „კულა“ გამოეხმაურა და მის ნაწარმში „სუდანის“ საღებავის არსებობის შესახებ დადასტურებულ კვლევას ცილისწამება უწოდა“, - აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Momxmarebeli.ge ავრცელებს.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად"- ნათქვამია Momxmarebeli.ge-ს ვებგვერდზე.

არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42