"მე დავამარცხე! ცხოვრება კიბოს დიგნოზის გარეშე" - 31 წლის გიგას ისტორია, რომელმაც უმძიმესი დაავადება დაამარცხა
საზოგადოება - 12:05, 15 Aug, 2019     806

„19 მარტი, 2018 წლის გაზაფხული - კიბოს დიაგნოზი სწორედ ამ დღეს დამისვეს... ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი, თითქოს ამქვეყნად არც ვიყავი," - ასე იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას 31 წლის გიგა გოგიბერიძე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. როგორც თვითონ ამბობს, ექიმებმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს.

„ვიცოდი, რომ კიბო მომაკვდინებელი დაავადება იყო და საკუთარ თავს მეც სიკვდილი ვუწინასწარმეტყველე. ექიმი საპირისპიროს მიხსნიდა, მაგრამ თითქოს არაფერი მესმოდა. ძალიან მეშინოდა. ოჯახის წევრების გამხნევების მიუხედავად, იმედს ვერსად ვხედავდი..." - იხსენებს ახალგაზრდა მამაკაცი.

გიგას ჯანმრთელობის პრობლემები 2018 წლის იანვარში დაეწყო და 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზით უშედეგოდ მკურნალობდა. მისი სიმპტომები ძლიერდებოდა. პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი ხათუნა ბიბიჩაძემ დაუსვა. მანვე შთააგონა ახალგაზრდა მამაკაცს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ებრძოლა და საკუთარ თავში ძალა გამოენახა.

„ემოციურად საკმაოდ რთული მდგომარეობა მქონდა, თუმცა გვერდით მედგნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ექიმები. სიკვდილ-სიცოცხლის რისკის წინაშე ვიდექი, მაგრამ შევძელი და თავს ვაიძულე, არ დავცემულიყავი. დღეს ვარ ადამიანი, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და სიმსივნე დაამარცხა. სიცოცხლე მინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ როგორც მე, ასევე - ჩემმა ექიმებმაც,"- იხსენებს გიგა გოგიბერიძე.

„პარასკევი საღამო იყო. სამუშაო საათები იწურებოდა, როდესაც გიგა კლინიკაში მოვიდა. სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა ჰქონდა. ფაქტობრივად, იხრჩობოდა. შუასაყრის უზარმაზარი წარმონაქმნი დაუფიქსირდა, რომელიც სასუნთქ გზებზე ზეწოლას იწვევდა. სუნთქვის უკმარისობის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზით ვმკურნალობდით და, პარალელურად, ბიოფსიის პასუხს ველოდით. გიგას შუასაყრის ლიმფომა დაუდგინდა," - განმარტავს გიგას მკურნალი ექიმი, ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკო-ჰემატოლოგი.

ონკოლოგიის ცენტრის ექიმი, აკაკი ჩიხლაძე კი გვიყვება, რომ ახალგაზრდა ასაკის ონკო-პაციენტის ნახვა კლინიკაში მისთვის მუდამ გამძაფრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. „კითხულობ კვლევებს, დიაგნოზს და ფიქრობ, რამდენად შეძლებ მის დახმარებას. გამონაკლისი არც გიგა გოგიბერიძე იყო. მისი დიაგნოზი დიფუზური დიდუჯრედული B უჯრედოვანი ლიმფომა გახლდათ. მას მკურნალობის პირველ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. დადებითი დინამიკის გამოვლენის შემდეგ კი მკურნალობა სხივური თერაპიით გაუგრძელდა.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განმარტავს ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, აკაკი ჩიხლაძე.

გიგამ ამ დროისთვის ბოლო შემოწმებაც გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ელოდნენ. პაციენტმა უარით უპასუხა შემოთავაზებას სტამბოლსა და საფრანგეთში მკურნლობის კურსის გაგრძელების შესახებ. ახლა სიამაყით აღნიშნავს, რომ საკუთარი ქალაქისა და ქუთაისელი ექიმებისადმი ნდობა მისი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42