რუსეთის ოპოზიციამ მოსკოვის მერიაში 9 აგვისტოს განაცხადი შეიტანა, 2019 წლის 17 აგვისტოს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ. მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ აქციას მოსკოვის ბულვარებში მსვლელობის სახე ექნება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მერიამ ოპოზიციასა და მათ მომხრეებს საპროტესტო აქციის ჩატარების ნებართვა არ მისცა. უარის მიზეზად რუსეთის დედაქალაქის მერიამ განაცხადის დაგვიანებით შეტანა დაასახელა.
ამასთან, 17 აგვისტოს მერია დედაქალაქში მორიგი "სახალხო დღესასწაულის" გამართვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, როდესაც სახაროვის მოედანზე 2012 წლის შემ,დეგ მომიტინგეთა უპრეცედენტო რაოდენობა შეიკრიბა, მერიის ორგანიზები კიროვის პარკში "ხორცის დღესასწაული" იმართებოდა, სადაც რომელზეც სტუმრები ფაქტიურად არ მოსულან.
პარალელურად გრძელდება გამოძიება აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. დარბევების შემდეგ, პროკურატურა მათ მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






