"მე და ჩემი და-ძმა რომ მოვაგროვებდით გარკვეულ რაოდენობას, შემდეგ შეგვეძლო 2-3 კილოგრამი თხილი ჩვენთვისაც აგვეღო და იმით ნაყინი გვეყიდა..." - ნათია თოდუა
საზოგადოება - 14:20, 10 Aug, 2019     2412

მომღერალი ნათია თოდუა ჟურნალ "თბილისელებითან" ბავშვობის წლებს იხსენებს და მის "გერმანელ მშობლებზე" საუბრობს.


" ყოველთვის ვცდილობ, ზაფხულის ცხელი დღეები ჩემს ქვეყანაში გავატარო. ამ ზაფხულს უკვე ორჯერ ჩამოვედი – ჯერ ბათუმსა და ზუგდიდში მქონდა გადაღებები, შემდეგ თბილისში ვიყავი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და კახეთშიც გახლდით ჩემს "გერმანელ მშობლებთან" ერთად, რომლებსაც საქართველო ძალიან უყვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა "გერმანელმა მამამ" იმდენი იცის კახეთის შესახებ, რომ გიდობაც კი გაგვიწია (იცინის). ძალიან უყვარს მწვადი და კახური ღვინო. ძალიან თბილად დამხვდნენ კახეთში. უცხო ადამიანები მაჩერებდნენ, მეფერებოდნენ და მლოცავდნენ. ამჟამად კი ისევ გერმანიაში ვარ და ჩემს ახალ მენეჯერთან ერთად ალბომის გამოშვებაზე ვმუშაობ. ტურნეს ვგეგმავთ და სამომავლო გეგმებს ვსახავთ. თუმცა, პარალელურად, დასვენებას და გართობასაც ვასწრებ. ჩემი და ჩამოვიდა სტუმრად ბერლინში. გავიხსენეთ აფხაზეთში გატარებული ზაფხულის დღეები და ბევრი ვიცინეთ" - ამბობს ნათია თოდუა.


მომღერალი ბავშვობის წლებს იხსენებს და საინტერესო ისტორიას ყვება.

" მოგეხსენებათ, სამეგრელოში, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჯახების უმრავლესობა თხილის ბიზნესზეა დამოკიდებული, წლიდან წლამდე თხილით ირჩენენ თავს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ზაფხულის ამ დროს, სამზადისი გვქონდა თხილის მოგროვებაზე. მე და ჩემი და-ძმა რომ მოვაგროვებდით გარკვეულ რაოდენობას, შემდეგ შეგვეძლო 2-3 კილოგრამი თხილი ჩვენთვისაც აგვეღო და იმით ნაყინი გვეყიდა. ეს იყო ჩვენი შრომის მოტივაცია (იცინის). მაღაზიები ჩვენგან შორს იყო, ამიტომ ველოდებოდით ყოველ ნაშუადღევს მენაყინეს, რომელსაც ძველი მოტოციკლით სოფელში ნაყინი დაჰქონდა და სანაცვლოდ, რადგან ფული არ გვქონდა, თხილს იბარებდა. ახლაც მახსოვს ის ხმა – ძველ მოტოციკლს განსხვავებული ხმა ჰქონდა, რომელსაც კილომეტრის მოშორებითაც კი ვცნობდი. გავიგებდი თუ არა ამ ხმას, მეც გავკიოდი მთელი ხმით – "მოდის, მოდის, გვიახლოვდება!". ამით ვახარებდი და-ძმას და ისინიც გამორბოდნენ თხილით ხელში. ვერ აღვწერ, რა ბედნიერება იყო ჩვენთვის, ჯერ ლოდინის პროცესი და შემდეგ მაგნოლიის ხის ჩრდილში, ბედნიერი სახეებით, ნაყინების განაწილება. იცით, ასე მგონია, სწორედ მაშინ განმივითარდა იმედიანად ცხოვრების უნარი. მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა, რომ ბედნიერება მოდის, მოდის და ის ნელ-ნელა, იმ მენაყინის მოტოციკლივით გვიახლოვდება"- იხსენებს მომღერალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42