რუსეთის პრეზიდენტმა 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1977 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვაში. 1985-1990 წლებში მუშაობდა სსრკ-ს საგარეო დაზვერვის რეზიდენტურაში. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში, როგორც სსრკ-გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორი.

1990 წლის ივნისში დაბრუნდა ლენინგრადში, სადაც გახდა ლენინგრაფის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში. იმავე წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა ლენინგრადის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. 1991 წლის 20 აგვისტოს პოდპოლკოვნიკის რანგით განთავისუფლდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან. 1991 წლის ივნისში ანატოლი სობჩაკის სანქტ-პეტერბურგის მერად არჩევის შემდეგ, პუტინი გახდა მერიის კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საკითხებში. 1996 წელს მუშაობა დაიწყო მოსკოვში როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მოადგილემ. შემდეგ იცი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდუვნად დაინიშნა.
პუტინი პრეზიდენტად მეორე ვადით 2004 წელს აირჩიეს. 2008-12 წლებში იგი რუსეთის პრეზოერ-მინისტრი გახდა, ფიქტიური პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დროს. შემდეგ პუტინმა არჩევნებში 2012 და 2018 წლებშიც გაიმარჯვა და 2024 წლამდე რუსეთის ერთპიროვნული მმართველი იქნება.
პუტინი ხელისუფლებაში "ჩეჩნეთის მეორე ომის" ფონზე მოვიდა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ჩეჩენი საველე მეთაურების განადგურება, რეპრესიები ჩეჩენ მოსახლეობაში. მისი მმართველობის პირველ პერიოდზე მოდის ტერაქტები მოსკოვში, ბესლანში, დუბროვკაზე, ასევე წყალქვეშა ნავის "Курск"-ის ტრაგედია.
პარალელურად პუტინი პოლიტიკურ ველსაც ისუფთავებდა. მან ფაქტიურად გაანადგურა ის ბიზნესმენები, ვინც უშუალოდ მისი ყურმოჭრილი მონები არ იყვნენ. ნაწილი მათგანი საზღვარგარეთ გაიქცა, ნაწილი - ხოდორკოვსკის მსგავსად ციხეში გაუშვა.

პუტინი თანდათან ქმნიდა მისი უალტერნატივობის მითს, რაშიც რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსოფლიოში ექსპორტიდან შემოსული შემოსავალი უწყობდა ხელს. ამასტან პუტინმა კარგად აუწყო ფეხი რუსეთში არსებულ იმპერიულ განწყობებსა და სსრკ-ს დანგრევით გამოწვეულ ნოსტალგიას. მისი მოწოდებები პირდაპირ ეხმაურებოდა "დიადი რუსეთის" იდეას. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა უკვე დაიბრუნა მსოფლიოს მეორე გეოპოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, ხოლო სსრკ-ს დაშლას მან "20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია" უწოდა.
პარალელურად პუტინი აქტიურად მუშაობდა მსოფლიოში გავლენის მოპოვების მიმართულებით. იგი დღემდე ცდილობს, რომ რუსეთმა ევროპაში პოლიტიკის განმსაზღვრელის როლი მოიპოვოს, ხოლო ომებმა საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, ყირიმის ანექსიამ მას საკუთარ მოსახლეობაში მაღალი რეიტინგი შეუნარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა უკუსვლას განიცდის.

პუტინმა შეცვალა კონსტიტუცია და 2012 წლიდან საპრეზიდენტო ვადა 4-დან 6 წლამდე გაზარდა. ამასთან, ექსპერტების გამოთვლებით, იგი მსოფლიოს ერთერთ უმდიდრეს ადამიანთა სიაში შედის, თუმცა რეალურად ეს ქონება მისი კლანის წევრებზე, ნათესავებსა და უახლოეს მეგობრებზეა გადანაწილებული.
პუტინის მმართვველობის ბოლო პერიოდი რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს ემთხვევა. მისი აგრესიული საგარეო-პოლიტიკური კურსის გამო ქვეყნისთვის დაწესებულმა სანქციებმა, ნავთობის ფასების ხშირმა დაცემამ მკვეთრად შეამცირა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება, ხოლო რუსული რუმბლი კვეთრად დაეცა. ამ ფონზე პუტინმა მთელი ცივილიზებული მსოფლიო მის მტრად გამოაცხადა, რათა საკუთარი მოსახლეობისათვის ეკონომიკური პრობლემები აეხსნა. მან ფაქტიურად ახალი "ცივი ომის" დაწყებას დაუდო საფუძველი. პარალელურად რუსეთმა დაიწყო სამხედრო შეიარაღებისა და ბირთვული იარაღის გაძლიერების მიმართულებებით სვლა. იგი სისტემატიურად არღვევს და არ ასრულებს შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებებს, რომელიც გასულ საუკუნეში მსოფლიოში დეესკალაციისა და შესაძლო ბირთვული ომის თავიდან აცილების მიზნით დაიდო.
ეკონომიკური პრობლემების გარდა, რუსეთი მსოფლიოში უკვე სამხედრო აგრესიისა და არასაიმედო პარტნიორის სახედ განიხილება. პუტინი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ყირიმის ანექსიას და უკრაინელი სეპარატისტების ღია მხარდაჭერას, უგულებელყოფს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებსა და მიმართვებს. ნატო და ზოგადად დასავლური სამყარო რუსეთს N1 მტრად განიხილავს. მეზობელი ქვეყნები ფაქტიურად ყოვედღიურად საუბრობენ მოსკოვიდან მომავალი საფრთხის შესახებ. პუტინის რეალური მოკავშირე მხოლოდ ბაშარ ასადისა და ნიკოლას მადუროს რეჟიმები არიან, თუ არ ჩავთვლით საოკუპაციო რეჟიმებსა და აფრიკისა თუ სამხრეთ ამერიკის რამდენიმე უმნიშვნელო სახელმწიფოს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამკვიდრდა მეტსახელი "პუტინ ხუილო" რომელიც მას უკრაინელმა პატრიოტებმა უწოდეს.

ამ ფონზე პუტინის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ექსპერტების აზრით, სწორედ უალტერნატივობაა იმის მიზეზი, რომ იგი რუსეთის ტახტზე თავს ჯერჯეობით კარგად გრძნობს.
თუმცა, 2018 წელს მისი მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ რუსეთში ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივებით უფრო და უფრო გახშირდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რასაც მასობრივი დაპატიმრებები და მირინგების დარბევა სდევს თან. პუტინი იძულებული გახდა ოპოზიციაზე ზეწოლა გაეძლიერებინა. ასევე, მისი ბრძანებით რუსეთის დუმამ მიიღო გამოხატვის თავისუფლების, მესამე სექტორისა და მედიის თავისუფლების შემზღუდავი კანონები, რამაც აქციები წელსაც გრძელდება - უკანასკნელ 2-3 კვირაში მოსკოვში და სხვა ქალაქებში მრავალათასიანი მიტინგები იმართება, რასაც როგორც წესი სატიკი დარბევები და მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. ბოლო საპროტესტო აქციები მოსკოვში, რომლის დროსაც 1400 მონაწილე დააკავეს, თავისი მასშტაბით მოგვაგონებს "ბალოტნაიას აქციებს" - 2012 წლის საპროტესტო დემონსტრაციების ტალღას, რომელიც გაყალბებული არჩევნებისა და პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტების გამო აგორდა.
"20 წლის განმავლობაში პუტინი, ასე ვთქვათ, ქვეყნის ყველაზე მაღალი ხმა იყო, მაგრამ ცხადია, რომ მოსახლეობა ახალ ხმას ეძებს," - აცხადებენ ექსპერტები.
2024 წელს, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ პუტინი 72 წლის იქნება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან გაიმეოროს "სახელისუფლებო როქი", როგორც ეს 2008 წელს მოხდა. სავარაუდოდ, პუტინი და მისი კლანი ეცდებიან რუსეთის პრეზიდენტად მათ მიერ მართული პიროვნება დასვან, ხოლო თვითონ შეინარჩუნონ პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტები და ქვეყნის არაფორმალური მმართველენი გახდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






