ხევსურეთში 72 წლის ტურისტი სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა
შემთხვევა - 09:44, 07 Aug, 2019     960

72 წლის ტურისტი ხევსურეთში სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადმოვარდა ტურისტი სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მოტეხილობები. დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.

შემთხვევის ადგილზე დაუყონებლივ გავიდა ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველო-ტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთავლყურეობის ქვეშ აგრძელებენ" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42