აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისგან, 19 წლის პატრიკ უილიამსისგან შეიტყო, რომ მან ავტომატი იყიდა და ქალაქში მდებარე სასტუმროში ხალხის დახოცვას აპირებდა, შემდეგ კი ის პოლიციას თავს მოაკვლევინებდა. მიხვდა რა ქალი, რომ ბიჭი იყო მკვლელი და ამავდროულად თვითმკვლელიც, ის დაითანხმა ადგილობრივ კლინიკაში ფსიქოლოგთან წაეყვანა.
ექიმთან ვიზიტი შემდეგ უილიამსმა პოლიციას თავად უჩვენა სასტუმროს ის ნომერი, სადაც მან შეძენილი იარაღი შეინახა, ვაზნებით სავსე 17 მჭიდი და დანები, მათ შორის შავი ქურთუკი, შავი მაისური წარწერით - „მოდით“, შავი ხელთათმანები.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბიჭმა იარაღის შეძენისას არასწორი მისამართი მიუთითა, სადა ის აღარ ცხოვრობდა. პოლიციამ უილიამსს ბრალი ყალბი მონახემების მითითებისთვის წაუყენა, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ტეხასის პოლიციამ ბებიის მიმართ მადლიერება გამოხატა, რომ ასეთი საქციელით მან ადგილოვრივებს დიდი ტრაგედია ააცილა თავიდან.
მასალის გამოყენების პირობები






