ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც 5 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან პროტესტის ნიშნად წავიდნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მათ გადაწყვეტილებას წინ ერთ საათიანი მოლაპარაკებები უძღვოდა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან, რაც უშედეგოდ დასრულდა. მუშები დღიური ხელფასის, 20 ლარის 30 ლარამდე გაზრდას და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, შეტანხმება ვერ შედგა და სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტეს.
მათ დღეს დილით, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს და გვირაბი გადაკეტეს. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შიგნით სატვირთოებს არ უშვებდნენ თუმცა, მოგვიანებით გზა გახსნეს და 15-მდე ჩინელმა მუშამ სამუშაოების განხორციელება მოახერხა.
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ მოპალარაკებების წარმოებაში მიშებს საქართევლოს პროპკავშირების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. მათი ითქმით, მუშების პრეტენზიები ლეგიტიმური იყო.
ჩინურ კომპანიაში დღეს დილით განაცხადეს, რომ მუშებს საკუთარი მოთხოვნების შესახებ კომპანიისთვის წერილობით არ უცნობებია და ასევე, ბევრად აღემატება მათი დღიური ხელფასი იმ თანხას, რომელსაც გაფიცულები ასახელებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






