კიბო განაჩენი არ არის, ხოლო სიცოცხლე ჩვენი უფლებაა - თოდუას კლინიკის კამპანია
საზოგადოება - 13:41, 06 Aug, 2019     1260




თქვენი დაკვირვებით, როგორია სიმსივნესთან დაკავშირებული წარმოდგენები საქართველოში? რა გამოწვევები არსებობს ამ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით და რამდენად პასუხობს ამ გამოწვევებს თქვენი კამპანია?
სამწუხაროდ, დღემდე, ჩვენი საზოგადოება სიმსივნეს განაჩენად მიიჩნევს. ჩვენ კი ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში და არამხოლოდ თოდუას სამედიცინო ცენტრში, შესაძლებელია ამ დაავადებასთან გამკლავება. არამხოლოდ პირველ და მეორე სტადიის სიმსივნის მქონე პირებს აქვთ შანსი, რომ სრულფასოვნად გააგრძელონ სიცოცხლე, არამედ მესამე, მეოთხე სტადიის პაციენტებიც კი განაგრძობენ მკურნალობის შემდგომ ჩვეულ ცხოვრებას. კამპანიის ფარგლებში, ვეცადეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანის ამბავი მიგვეტანა მომხმარებლამდე. ესენი იყვნენ სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის, დაავადების ლოკალიზების, სიმსივნის განვითარების სტადიის პაციენტები, რომლებმაც, საკუთარი ამბის მოყოლით უთხრეს საზოგადოებას, რომ მიუხედავად ამ მძიმე დაავადებისა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, სრულფასოვნად აგრძელებენ ცხოვრებას.

რამდენად დიდია კამპანიის როლი სიმსივნით დაავადებული იმ პაციენტების გამხნევების საკითხში, რომლებიც ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ მკურნალობაზე?
საბედნიეროდ, დღეისათვის ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის ყველა ეტაპი, იქნება ეს ოპერაციული მკურნალობა, ქიმიოთერაპია თუ სხივური თერაპია, 80%-ით უფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დარჩენილ 20%-ზეც, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები დიდ დახმარებას წევენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიბოსთან ბრძოლის საკითხში, ფინანსური პრობლემა ბარიერი აღარ არის. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, გვჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში ისინი შეძლებდნენ მსგავსი ადამიანების აღმოჩენას, როგორც ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეორგოლების გმირების სახით, ასევე, კომენტარების ავტორების სახითაც. ვფიქრობ, კამპანიის სამოტივაციო როლიც დიდია. ეს 6 ვიდეო იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ დიახ, ქიმიოთერაპია, ქირურგია, სხივური თერაპია ერთად, ცალ-ცალკე, ან მონაცვლეობით შველის. ვცდილობთ, რომ ხელის ჩაქნევის საშუალება არ დავუტოვოთ პაციენტებს.





კომენტარებზე საუბრობდით, როგორი უკუკავშირი მიიღეთ კამპანიის შედეგად? რა გამოხმაურება მოჰყვა მას სოციალურ ქსელში?
გამოხმაურებები იყო ყველაზე სასიამოვნო სანახავი, რადგან, ალბათ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მეორე სოციალური კამპანია. ჩვენ შეიძლება 6 ვიდეო გაჩვენეთ, მაგრამ კომენტარებში არის ასობით ადამიანის გამოხმაურება; კიბოსთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების ანალოგიურ გამოცდილებას თამამად აზიარებენ, ამხნევებენ სხვებს, ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის ეტაპზეა. ეს იყო ჯადოსნური 6 კვირა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ამდენი ადამიანი უსურვებდა, ან ულოცავდა ერთმანეთს გამარჯვებას და მე მივხვდი, რომ კიდევ უფრო სჭირდებათ ადამიანებს ასეთი კამპანიები, სადაც აზრების გაცვლას და ემოციური მხარდაჭერის მიღებას შეძლებენ.

რამდენად დიდია მკურნალობის ნაცნობ გარემოში წარმართვის როლი კიბოსთან ბრძოლის საკითხში. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი პაციენტი მიდის ქვეყნიდან, სიმსივნესთან ბრძოლის უცხოურ კლინიკებში გასაგრძელებლად. რა კეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი და სანდო სერვისები საქართველოშივე იყოს ხელმისაწვდომი?
ჩვენი სამედიცინო ცენტრი მონაწილეობას ღებულობს როგორც სამეცნიერო კვლევებში- პრევენციული მედიცინის განვითარება, ახალ წამლებზე კლინიკური კვლევების ჩატარება, ასევე, ვმუშაობთ იმაზე, რომ თანამედროვე სამედიცინო მომსახურებები მივაწოდოთ მომხმარებლებს. ჩვენი კლინიკა არის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრი, რომელსაც მომართავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ბევრი უცხოელი პაციენტიც. ჩვენ გვაქვს მულტიდისციპლინური მიდგომა, როდესაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმი ერთიანდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი იარაღი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ კიბოს. ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაბმულია ჰარვარდისა და მეიოს კლინიკების პროფესორი, ონკოლოგი, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, პროფესორი ბრანისლავ ერემიჩი, რომელიც არამხოლოდ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაზე ზრუნავს, არამედ ძალიან აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ონკოლოგიური დარგის განვითარებაში. ჩემი აზრით, საქართველოში მოღვაწე ყველა ონკოლოგიურმა ცენტრმა ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პაციენტებზე და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მათ, ემოციურად რთულ პერიოდში, არ მოუწიოთ ქვეყნიდან გამგზავრება. რადგან ეს, ფინანსური საჭიროებებთან ერთად უკავშირდება ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობებსაც.




კამპანიას რომ დავუბრუნდეთ, გაგრძელდება თუ არა #სიცოცხლეჩვენიუფლებაა? ვიდეორგოლების გარდა, გეგმავთ თუ არა სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენებას?
სექტემბრისთვის რამდენიმე ღონისძიებას ვგეგმავთ, მათ შორის, დიდ შეხვედრას, სადაც კიბოსთან ბრძოლის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება ათობით გამომსვლელს მოუსმინოს, მიიღოს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაუსვას კითხვები. გვინდა, რომ ამ პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ და ყველა დაგვეხმაროს მთავარი მესიჯის გავრცელებაში, რომ კიბო არ არის განაჩენი, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა და ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასევე, ოქტომბერი არის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვე და ვგეგმავთ არაერთ საინტერესო კამპანიას. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი, რომლებმაც სიმსივნეზე გაიმარჯვეს და დღეს სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებენ.

მასალა მომზადებულია marketer.ge-ს მიერ - ავტორი: ხატია თორდუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42