ექსკლუზივი: პოლიციელების მიერ შშმ მოზარდის შესაძლო ცემა და დაკავებული მამა - გახარიას უწყებას 12 წლის ბიჭის დედა ძალადობაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს
შემთხვევა - 15:17, 05 Aug, 2019     4846
გახარიას უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა - სამტრედიის პოლიციის მაღალჩინოსნებს 12 წლის შშმ პირის გატაცებაში, მოზარდის ცემასა და საქმის ფალისიფიცირებაში ადანაშაულებენ.

შემთხვევა მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოხდა, როცა თბილისის 200-ე, ინკლუზიური სკოლა-პანსიონიდან რამდენიმე დღით სოფელში გაყვანილმა მოზარდმა, შოთიკო ჩაჩუამ 112-ში დარეკა და ოპერატორს უთხრა, რომ მამამ მასზე იძალადა.

როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა „ნიუპოსტს“ უყვება, მოზარდმა მოიტყუა, მამაზე შური იძია, რადგან ვახტანგ ჩაჩუამ შვილს შესთავაზა მაღაზიაში აღებული ნისიების წარმომავლობა ერთად გაერკვიათ. ოჯახი ეჭვობდა, რომ 12 წლის მოზარდს თანასოფლელი ახალგაზრდები ლუდისა და სიგარეტის ყიდვას აიძულებდნენ.

შოთიკოს დედა, რომელიც შემთხვევის დროს თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, ჩვენთან საუბრისას ამტკიცებს, რომ 112-ში განხორციელებული პირველი ზარიდან დაახლოებით 5 წუთში, მას შემდეგ რაც აგრესიული მოზარდი დამშვიდდა, მან თავად დარეკა გადაუდებელი მართვის ცენტრში, მამის მიერ ძალადობა უარყო და ზარის გაუქმება მოითხოვა.

„ჩემს შვილს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება, ის 4 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფება, სამტრედიაში ყველამ იცის, რომ შოთა ჩაჩუას ფსიქიკური აშლილობა აქვს. ბავშვი წლებია თბილისში, შშმ პირთა სკოლა-პანსიონში იმყოფება და პერიოდულად მოგვყავს სახლში. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება, მას თემქაზე არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაშიც აწვენენ ხოლმე.

რამდენიმე თვის წინ, შოთიკო მამამ ჩამოიყვანა სამტრედიაში, თუმცა პრობლემები მალევე დაიწყო, ბავშვმა მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა, უმართავი გახდა და სკოლაში დაბრუნებაზეც კატეგორიულად ამბობდა უარს. ჩემმა მეუღლემ, სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია ბავშვის მძიმე მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა და დახმარება ითხოვა.

თავის მხრივ სკოლამ, 13 მაისს, სამტრედიის სოციალურ სააგენტოს წერილით მიმართა და შოთიკო ჩიჩუას თბილისში გადმოყვანისთვის დახმარება ითხოვა, თუმცა სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნულ წერილზე რეაგირება არ მოახდინეს. მეტიც, წერილი დამალეს. ბავშვის მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდებოდა. 27 მაისს 200-ე სკოლა-პანსიონატის დირექტორმა ისევ მიმართა სამტრედიის სოციალურ სააგენტოს ხელმძღვანელს, ნარგიზ კაცაძეს და რეაგირება კიდევ ერთხელ მოითხოვა, თუმცა როგორც წინა მიმართვა, ეს წერილიც დამალეს და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩამიგდეს. შოთიკო კიდევ უფრო აგრესიული დადიოდა, მამას ფულს დაჟინებით თხოვდა. ვახტანგმა, უთხრა ერთად წავიდეთ და გადავიხდი, ოღონდ უნდა ვიცოდე, რა აიღე მაღაზიაშიო. იცოდა, რომ დიდი ბიჭები მას სიგარეტისა და ლუდის ყიდვას აიძულებდნენ... შოთიკო, მამის უარზე გაბრაზდა და დაემუქრა, პოლიციაში დავრეკავ და ვიტყვი, რომ მცემეო. ასეც მოქცეულა. ზარიდან 5 წუთში, როცა ბავშვი დაწყნარდა, ისევ დაურეკავს 112 -ში და მიუწოდებია ინფორმაცია - აღელვებული ვიყავი, მამიკოს არ ვუჯერებდი, ახლა კარგად ვარ და არავის დახმარება მჭირდებაო“- აცხადებს „ნიუპოსტთან“ დონარა ცხვარაძე.

მოზარდის დედის მონაყოლის თანახმად, 112-ში განხორცილებული ზარის შემდეგ, სამტრედიაში, მათ მისამართზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სერგო შენგელია და ჯონი ჩუბინიძე მივიდნენ და მომხდარის გარკვევას მამასთან და შოთიკოს ხანდაზმულ ბაბუასთან შეეცადნენ და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს.

„პოლიციის თანამშრომლებსაც სთხოვა ჩემმა მეუღლემ დახმარება. მოუყვა, როგორ არ ეხმარებოდა სოციალური სააგენტო, რომ ბავშვი თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა ეს ჩვენება შსს-ს წარმომადგენლებს არ გაუთვალისწინებიათ. მათ ბავშვის ადგილსამყოფელი იკითხეს. ვახტანგმა უთხრა, რომ ინცინდენტის შემდეგ, შოთიკო გარეთ გავიდა და ისიც ეძებდა.

პოლიციელებმა, სერგო შენგელიამ და ჯონი ჩუბინიძემ შოთიკო სკოლის ეზოდან გაიტაცეს. მოატყუეს ბავშვი, რადგან 112-ში დარეკე ახსნა-განმარტება უნდა ჩამოგართვათ განყოფილებაში, მამაც იქ არის და 5 წუთში ორივეს სახლში მოგაბრუნებთო.

პოლიციელთა მხრიდან ზეწოლა განხორციელდა სამტრედიის განყოფილებაშიც, სოციალური მუშაკის გარეშე, ასევე ოჯახის წევრების თანდასწრების გარეშე, მარტო შეიყვანეს განყოფილებაში, არც მამა აჩვენეს. ბუნებრივია, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვი, გაღიზიანდა, უმართავი გახდა. იმდენად უნდოდათ ჩემი მეუღლის წინააღმდეგ საქმე აღეძრათ, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა დაკითხვას აგრძელებდნენ. შოთიკო ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ბოლოს იძულებული გახდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადით სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაეყვანათ. საავადმყოფოში მიყვანილი შოთიკო მამის სახელს იძახდა, მასთან შეხვედრას ითხოვდა“- აღნიშნავს შოთიკოს დედა.

დონარა ცხვარაძის თქმით, პოლიციელებმა „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმებიც შეიყვანეს შეცდომაში. უთხრეს, რომ მოზარდი შეუძლოდ სახლში გახდა, მამა კი პოლიციელებს საავადმყოფოში არ გაჰყვა.

ცხვარაძის თქმით, როცა მისი შვილი განწირული ხმით მამას ეძებდა, პოლიციას ვახტანგ ჩაჩუა უკვე დაკავებული ჰყავდა და მისგან შვილის ცემის აღიარებას ითხოვდა. დედა დოკუმენტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ "ჯეო ჰოსპიტალში" შეყვანისას მოზარდს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

12 წლის შშმ პირის დედა ამბობს, რომ შოთიკოს მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, საქმის „ჩაფარცხვაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივ-გამომძიბელი გივი მიგინეიშილი ჩაერთო.

დონარა ცხვარაძე „ნიუპოსტთან“ სამართალდამცავებს უმძიმეს ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ „ჯეო ჰქოპიტალში“ შოთიკო ჩაჩუა პოლიციელმა, ილო თევზაძემ სცემა.

„ბავშვი ჩვენებაში ამბობს, რომ ის პოლიციელმა სცემა. პოლიციელებმა კარი გადაკეტეს და მცემესო. ჩვენებაში აღწერს პოლიციელს. თან ილო თევზაძეს იცნობს შოთიკო და არ მოიტყუებდა. ძალადობის ფაქტს ადასტურებენ თემქაზე არსებული ფსიქიატრული კლინიკაში. შოთიკოს რენდგენოლოგი და ტრამვატოლოგის დახმარება დასჭირდა.

"ჯეო ჰოსპიტალში" გაკეთებული ფორმა 100 ადასტურებს, რომ კლინიკაში შეყვანისას შოთიკო ნაცემი არ არის. მას შემდეგ, რაც რეანომობილით სამტრედიიდან თბილისში გადაიყვენეს ბავშვი, როცა დაწყნარდა მეორე დღეს უთქვამს რომ „ჯეო ჰოსპიტალში“ მცემესო. ილია თევზაძეს ადებს ხელს“- განაცხადა მოზარდის დედამ.

დონარა ცხვარაძე მოძალადე პოლიციელებთან ერთად საქმის გამომძიებლის, გივი მიგინეიშვილის დასჯას ითხოვს, რომელმაც ბავშვი თემქის ფსქიატრიულში გამოკითხა.

„როგორც წესია, გამოკითხვას თემქის კლინიკის ექიმი ანა ჭუმბურიძე, თბილისის სოციალური მუშაკი, ადვოკატი დასწრებია. ჩვენებაში ბავშვი ყვება, რომ მამის წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს, ადასტურებს, რომ ის ჩემს მეუღლეს არ უცემია. ადასტურებს, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს პოლიციელებმა. ჩვენება მიგინეიშვილმა თემქიდან წამოიღო, თუმცა საქმეში არსად არ ჩანს. დამალა რადგან მოძალადეები პოლიციელები იყვნენ“- განაცხადა შშმ პირის დედა.

შოთიკო ჩაჩუას დედა სამტრედიის სოციალური სააგენტოს თანამშრომლებსაც „დანაშაულის თანამონაწილეებს“ უწოდებს და მათ დასჯას მოითხოვს.

„მას შემდეგ რაც გივი მიგინეიშვილს შოთიკო უთითებს, რომ პოლიციელთა მხრიდან არის ნაცემი, სამტრედიელი სოც. მუშაკი ხათუნა სტურუა, გამომძიბელს ხელს უწერს, როემლშიც ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზაზე გადაყვანაზე უარია ნათქვამი. თუ ბავშვი მამამ ცემა, რატომ არ გაუკეთდა ექსპერტიზა ბავშვს? პოლიციელთა საქმეში ჩართულები არიან სამტრედიის სოციალური სამსახურის თანამშრომლები. არავის ვაპატიებ ჩემი შვილის სიკვდილამდე მიყვანას და მეუღლის უკანონოდ დაკავებას“- აცხადებს მოზარდის დედა.

შოთიკო ჩაჩუას მშობლების თქმით, მათზე ზეწოლა ახლაც ხორციელდება.

„სასწრაფო დახმარების გამოძახება დამჭირდა, სასწრაფოში ჩემმა უფროსმა შვილმა დარეკა. გამოცხადდა ჩვენთან პოლიციელი ჯონი ჩუბინიძე და გვეუბნება, რომ სასწრაფოში შოთიკომ დარეკა და საქმე უნდა დავიწყოთო. დასდევს ჩემს შვილებს. რა გარანტია მაქვს. რომ შოთიკოს არ დახვდნენ და არ მომიკლან. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი“- დასძენს მოზარდის დედა.

„ნიუპოსტი“ თემქის ფსიაქტრიული კლინიკის ექიმს, ანა ჭუმბურიძეს ესაუბრა, თუმცა მან პაციენტის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განგვიცხადა. ექიმის თქმით, მას პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ეკრძალება.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში აცხადებენ, რომ სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვას სოცმუშაკი ესწრებოდა.

"გამოძახების ადგილზე მოზარდი არ დახვდა პოლიციას, ქუჩაში დაინახეს, გადაიყვანეს განყოფილებაში, პარალელურად გამოიძახეს სოციალური მუშაკი, განყოფილებაში მისული სოციალური მუშაკი ესწრებოდა გამოკითხვის პროცედურას, ბავშვმა უარი განაცხადა ექსპერტიზაზე გახდა აგრესიული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც მოზარდი გადაიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში და შემდგომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში"- უთხრეს "ნიუპოსტს" უწყობაში.

სამტრედიაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპატარი უკვე სწავლობს. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, საქმის კურსშია ომბუდსმენი, რომელსაც საქმეზე მონიტორინგი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

დონარა ცხვარაძე მთავარ პროკურატურაშიც იმყოფებოდა და მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

რაც შეეხება შშმ მოზარდის მამას, ის სასამართლომ 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემდეგი პროცესი 15 აგვისტოსაა ჩანიშნული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42