2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება განახლდა. ქულათა სტატისტიკა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა EDU.ARIS.GE-მ მათემატიკაში ერთ-ერთი უმაღლესი ქულის მფლობელი ამირან გაბრიელიძე იპოვა. ამირანმა მათემატიკაში მაქსიმალური, 59 ქულა მიიღო და ძალიან ბედნიერია.
ამბობს, რომ მაღალი შედეგის მოლოდინი ჰქონდა.
“დავამთავრე გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლა, გამოცდას რაც შეეხება, მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა და გამოცდებისთვისაც ყველაზე მეტად ამ საგნისთვის ვემზადებოდი. 59-ს შეიძლება ითქვას, რომ ველოდი. თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ, ფაკულტეტი – მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. სამომავლოდ მინდა, კარგად დავეუფლო ამ პროფესიას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლასა და ჩემს რეპეტიტორს, რამაზ ბუჟღულაშვილს. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისათვის”, – ამბობს ამირანი.
ამირანს ყველა სხვა გამოცდაშიც ძალიან მაღალი ქულები აქვს:
მასალის გამოყენების პირობები






