რკინიგზის 4800 თანამშრომელი ხელფასების მატებას ითხოვს და გაფიცვით იმუქრება
საზოგადოება - 12:39, 04 Aug, 2019     1278

რკინიგზის 4800 თანამშრომელი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვს და გაფიცვებს აანონსებს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე და მათ მხოლოდ ერთი გზა - გაფიცვა და საპროტესტო აქცია.

პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია და სამომხმარებლო კალათა, რაც პირველად მოხმარების პროდუქტებს გულისხმობს, გაძვირებულია. პროფკავშირებში ამბობენ, რომ რკინიგზაში დასაქმებულებს საკუთარი ხელფასები ელემენტარული საკვების შესაძენადაც გაჭირვებით ყოფნით.

„2012 წლიდან რკინიგზელებს ხელფასები არ მომატებიათ. აქედან გამომდინარე რკინიგზელები ითხოვენ ხელფასის 50%-ით მომატებას,“ - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა თენგო დვალიშვილმა.

მასშტაბური აქციების დაგეგმვა 10 აგვისტოს დაიწყება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი დღე გაგრძელდება გაფიცვა. იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს ავტომატურად გამოიწვევს შიდა და გარე მიმოსვლების შეჩერებას.

„პროფკავშირს გვაქვს შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. რკინიგზის ადმინისტრაციისთვის ვიყავით მზად, რომ შეგვეთავაზებინა ეს გეგმა. დავიწყეთ მედიაციის პროცესი. დაინიშნა მინისტრის წარმომადგენელი, თუმცა, რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე 4800 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში ხელი აქვს მოწერილი კონკრეტულად საგაფიცო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე. პროფკავშირებს ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ეს პროცედურები ჩავსვათ კანონის ფარგლებში, რომ გაფიცვა იყოს კანონიერი.,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა ილია ლეჟავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42