მწვანე ლობიო, ხახვი, ბადრიჯანი - კიდევ რა პროდუქტებზე გაიზარდა ყველაზე მეტად ფასები (ვიდეო)
საზოგადოება - 12:21, 04 Aug, 2019     1645


სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე იწყებს. უწყების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, განაპირობა შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი მატება, რამაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარკვეული ზეგავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი ამ მაჩვენებელში 1.3% იყო.

კიდევ რა პროდუქტებზე გაიზარდა ყველაზე მეტად ფასები 2019 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ცხადია, საქსტატის მონაცემებით):

1. მწვანე ლობიო - 70.1%-ით
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით
3. ხახვი - 66.1%-ით
4. ბადრიჯანი - 58.1%-ით
5. პომიდორი - 38.6%-ით
6. მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით
7. ნიორი - 30.2%-ით

"მე მათ უკეთესს გთავაზობთ, მოდით, ამ ზაფხულს, როგორც თქვენს კულუარებში მიგაჩნიათ და ჭიქასაც აჭახუნებთ ხოლმე, მოგუდული სიხარულით, რუსთავი 2 საქმე მოიგეთ, აგერ დაპატიმრებები მხოლოდ დაიწყეთ, კიდევ ამბები, სიხარულები. და მე გთავაზობთ, თქვენს გენიოსებს თავი რომ უსკდებათ და გადმოსდით ეკონომიკური ლიკბეზი ასეთი ამბით დაკავდნენ: თამბაქო მარტო არა, ასევე პური და ნავთობრპუქტებიც ამოიღეთ სტატისტიკიდან, და მერე, იქ სადაც ყველაზე მეტად გიფასებენ და მათ შორის, ფინანსურადაც თქვენს ძალიან ცუდ სამსახურს ხალხისთვის, აი იქ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი საქმენი საგმირონით, რადგან მარტო იქ ზევით, მზეზე მაღლებს და ალაჰზე დიდებს ესმით თქვენი ისე, როგორც სურთ გაიგონ, და არა ისე როგორც არის სამწუხარო რეალობა და უფრო ულმობელი სტატისტიკა.

ათეულს კრავს იმპორტირებული და ადგილობრივი თამბაქო - დაახლოებით 30 % ზრდით. ინდუსტრია, რომელსაც ყველაზე მარტივი რამ არ აღირსეს - თუ აპირებთ გადასახადებს ზრდას, ანუ აქციზისას, კი ბატონო - ოღონდ, წინასწარ გაგვაგებინეთ, რომ არ დავიქცეთ და საქართველოს ბიუჯეტს მილიარდი არ მოაკლდეს, რომელიც თამბაქოს ბიზნესისგან შედის. რა ბევრს ითხოვენ არა?" - მიმართა გიორგი ისაკაძემ მთავრობის წევრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42