დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამტრედიაში, ქართველ ქალსა და მის ერაყელ მეუღლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირი მონაწილეობდა.
მისი თქმით, სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა
"გამშველებელს მეტი ხვდებაო"
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი.
ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას.
როგორც ჩანს გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას.
ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ.
სავარაუდოდ მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება"- წერს დეკანოზი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამტრედიაში ქალისა და მისი უცხოელი ქმრის ცემის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა.
დაზარალებული ყვება, რომ ინცინდენტში სასულიერო პირმა მოძალადეების მხარე დაიკავა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ აკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები






