მეცნიერების განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გრენლანდიაში მხოლოდ 1 დღის განმავლობაში, 1 აგვისტოს 11 მილიარდი ტონა ყინული დადნა, რაც 4.4 მილიონი ოლიმპიური აუზის წყლის მასის ეკვივალენტია.
გრენლანდიის ყინული ყოველწლიურად დნება ზაფხულის განმავლობაში, დნობის პროცესი კი უშუალოდ იწყება უკვე მაისის თვიდან, თუმცა 2019 წელს უპრეცედენტოდ ადრე, იანვრის თვიდან დაიწყო ყინულმა დნობა. ბოლო 4 თვის განმავლობაში სიცხეების გამო დნობის პროცესი ძალზე დაჩქარდა ,- აცხადებს დანიიის მეტეროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტრემი.
მხოლოდ ივლისის თვეში გრენლანდიამ დნობის შედეგად დაკარგა საერთო მასის 197 მილიარდი ტონა ყინული, რაც 80 მილიონი ოლიმპიური აუზის წყლის მასის ტოლია,- აცხადებს დანიელი მეცნიერი.
ამინდის მდგომარეობამ, რომელმაც წინა კვირას განაპირობა უმწვავესი, ცხელი ჰაერის მასების შემოდინება ევროპაში, მიაღწია არქტიკასაც, სადაც მეცნიერები აცხადებენ, რომ 1950 წლის შემდეგ, პირველად უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ყინულის მასების დნობის პროცესი დაფიქსირდა. მეეტეოროლოგისტთა დასკვნით, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა საშუალო ტემპერატურად 2.7 გრადუსი ფიქსირდება, რაც შემაშფოთებლად ახალი რეკორდია და გლობალური დათბობის მწვავე ფორმების დაჩქარებაზე მიუთითებს, რომელსაც დედამიწისთვის კატასტროფულად შეუქცევადი პროცესების გამოწვევა შეუძლია.



მასალის გამოყენების პირობები






