გერმანიის მთავრობის განცხადებით, მათ დააკავეს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების 5 ტონა კოკაინი, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკული ნივთიერების დაკავების ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციაა. კონტეინერში, რომელსაც ჰქონდა აღმნიშვნელი იარლიყები რომ მასში სოიოს მარცვლები იყო, რომელიც ურუგვაიდან მოემართებოდანა ანტვერპენისკენ, ბელგიაში, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს 200 ცალი დიდი ხაოიანი ქსოვილის მქონე ჩანთა, სადაც 4200 კოკაინის პაკეტი ინახებოდა.
,,ეს გასაოცარი სპეცოპერაცია მიანიშნებს კიდევ ერთხელ გერმანული საბაჟო სისტემის სიძლიერეზე დანაშაულთან ბრძოლაში’’ ,-განაცხადეს გერმანიის ფინანსთა სამინისტროში.
პოლიციამ კოკაინი გაანადგურა. 2017 წელს ყველაზე მასშტაბური დაკავება კოკაინისა მოხდა ჰამბურგში, როდესაც 800 მილიონი დოლარის ღირებულების 4.2 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს სამართალდამცავებმა.
მასალის გამოყენების პირობები






