ვინ არიან უცხო ენაში უმაღლესი 80 ქულის მფლობელი აბიტურიენტები
საზოგადოება - 17:57, 02 Aug, 2019     5175

ანა ჩხეიძე აბიტურიენტია, რომელმაც უცხო ენებისა და ქართულის გამოცდებში უმაღლესი შედეგები მიიღო. ანამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო, ინგლისურში კი 80-დან 80.

ანა 175-ე სკოლის კურსდამთავრებულია. საბოლოო არჩევანზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა სამართალზე ან საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს უმაღლესში სწავლის გაგრძელება. რაც შეეხება უნივერსიტეტს, არჩევანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გააკეთებს.

რაც შეეხება აბიტურიენტობის პერიოდს, როგორც ანამ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რეპეტიტორთან ემზადებოდა, რადგან თვლის, რომ მარტო ვერ შეძლებდა სასურველი შედეგის მიღწევას.

“უცხო ენისა და ქართულის ტესტები, ვფიქრობ, არ იყო რთული და ეს ჩემს შედეგებზეც აისახა. მეტიც, მგონია, რომ უცხო ენის, კონკრეტულად ინგლისურის ტესტი წელს საშუალოზე მარტივი იყო და უმაღლეს ქულასაც მეტ-ნაკლებად მოველოდი. ქართულის გამოცდის ტესტები, ჩემი აზრით, ყველაზე დახვეწილი იყო და აბიტურიენტს აძლევდა საშუალებას, მაქსიმალურად გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები. მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა საკუთარი შეხედულება მნიშვნელოვან საკითხებზე.”

დრო თითქმის ყველა გამოცდაზე საკმარისია. მე პირადად კარგად შევძელი დროის რაციონალურად გადანაწილება, გამოყენება და სრულად მობილიზება. ერთადერთი გამოცდა, რომელზეც დროის სიმცირე შესაძლოა ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს, ზოგადი უნარებია. მით უმეტეს, წლევანდელი საგამოცდო ტესტები წინა წლებთან შედარებით გართულებული იყო, რაც შედეგებზეც აისახა და ბევრმა ვერ გადალახა ბარიერი”, – აღნიშნა ანამ.

უცხო ენების გამოცდაში უმაღლესი ქულა აიღო ანი შალიკიანმაც. მან ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმუმი 80 ქულა აიღო. ანიმ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა დაასრულა.

“ვაბარებ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. მაღალ ქულას ველოდებოდი, რადგან ამისთვის მთელი წელი თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი, თუმცა ჩემთვის მაინც ძალიან დიდი ემოცია იყო როცა გავიგე რომ მაქსიმალური ქულა ავიღე. ვფიქრობ, ნებისმიერისთვის ძალიან სასიხარულოა როცა იგებს, რომ შრომა დაუფასდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა”, – აღნიშნა ანიმ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42