32 სამხედრო გარდაიცვალა იემენში სამხედრო აღლუმის დაბომბვისას, რომელიც განახორციელეს ჰუსიტმა აჯანყებულებმა,-აცხადებს BBC. ამბოხებულების განცხადებით, სამხედრო აღლუმი სახელისუფლებო სამხედრო ძალების მიერ ჰუსიტებზე სავარაუდო შეტევის დაგეგმარების ერთ-ერთი წინაპირობა იყო, ხოლო სახელისუფლებო პირები აცხადებენ, რომ აღლუმი მხოლოდ ახალწვეული ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ცერენომიის ფარგლებში გაიმართა.
დაბომბვის შემდეგ, გარდაცვლილი სამხედროების გვამები მიმოიფანტა შემთხვევის ადგილას. გარდაცვლილთა შორისაა ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ოფიცერიც. ათეულობით ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა.
ასევე ხუთშაბათს დილით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის შენობასთან თავი აიფეთქა, რომლის დროსაც გარდაიცვალა 3 ოფიცერი. ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ეს შემთხვევა დაკავშირებული იყო თუ არა სამხედრო აღლუმის დაბომბვასთან.
იემენში სამოქალაქო ომია 2015 წლის მარტის თვიდან, როდესაც ჰუსიტებმა კონტროლი დაამყარეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე და აიძულეს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს, დაეტოვებინა ქვეყანა.ამის შემდეგ ორ დაპირისპირებულ ბანაკადაა ქვეყანა დაყოფილი - შიიტი რადიკალები, რომლებსაც ჰუსიტები წარმოადგენენ, მხარს უჭერენ ირანელი მაღალჩინოსნები, ხოლო ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ზურგს უმაგრებს სუნიტური სახელმწიფოები - საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი იემენის სამოქალაქო ომში და დღემდე ახორციელებენ საჰაერო რეიდებს ჰუსიტი ამბოხებულების პოზიციებზე.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების თანახმად კონფლიქტს უკვე შეეწირა 10 000-იოდან 70 000მდე იემენელის სიცოცხლე.


მასალის გამოყენების პირობები






