риа новости-ის ინფორმაციით რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო მომდევნო სხდომაზე განიხილავს სამხრეთი ოსეთის ე.წ მთავრობის წარმომადგენელთა მიმართვას, აღიარონ საქართველოს მიერ 1920 წელს განხორციელებული ქმედებები გენოციდად ,- განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
,,უახლოეს მომავალში სახელმწიფო დუმის საბჭოს მორიგ სესიაზე, რომელშიც შედის დუმის ხელმძღვანელობა, ყველა პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელები და კომიტეტების თავმჯდომარეები, ჩვენ განვიხილავთ საქართველოს მიერ განხორციელებულ გენოციდს ’’,- განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამავე საკითხზე რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ კარგი იქნება, საქართველოს მთავრობას ახსოვდეს ისტორიული ფაქტები აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობის შესახებ.რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 1919 და 1920 წელს ქართველების მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სამხრეთ ოსეთში სხვა არაფერი იყო თუ არა გენოციდი ოსი ხალხის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






