2019 წლის ზოგადი უნარების ეროვნულ გამოცდის უნარების შედეგები გამოქვეყნდა. მაქსიმალური 79 ქულა ქუთაისელმა ნუცა ცირეკიძემ და ანუკი გოცაძემ დააგროვა. ხოლო 78 ქულა გიორგი აბულაძემ.
ნუცამ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა დაასრულა, არჩევანი ბიოქიმიის ფაკულტეტზე შეაჩერა. თვლის, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს რთული ტესტები იყო, მაგრამ 1 წელი რეპეტიტორთან ემზადებოდა და მაღალი შედეგის მიღების იმედი ჰქონდა.
„ქალაქგარეთ ვარ, როდესაც ქულას ვამოწმებდი ჩემს ანგარიშზე შესვლა გამიჭირდა და ძალიან ვინერვიულე. მოგვიანებით კი აღმოვაჩინე, რომ უმაღლესი შედეგი ავიღე. რა თქმა უნდა, უდიდეს ემოციებში ვარ" - აღნიშნა ნუცამ "Edu.Aris.Ge"-სთან საუბრისას.
ანუკი გოცაძემ, რომელმაც 79 ქულა მიიღო, კერძო სკოლა "ქართული სასწავლებელი" დაამთავრა და აგრარულ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე აბარებს.
მესამე აბიტურიენტი, რომელმაც უმაღლესი 78 ქულა აიღო გიორგი აბულაძეა. ის ბაღდათიდან არის და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს. გიორგიმ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მე-7 კლასამდე ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
მასალის გამოყენების პირობები






