მცხეთაში 35 წლის ქალი დაიღუპა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
შემთხვევა - 20:47, 31 Jul, 2019     5300

მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი 35 წლის მადონა სუთიძეა.

ოჯახის წევრების თქმით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო შეიყვანეს და მისთვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა.

ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია არ ქონდათ, მოგვიანებით კი სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა მიყენებული.

ამის შემდეგ, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ისინი რეანიმაციის განყოფილებაში შევიდნენ და ექიმებისგან პაციენტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს.

მათივე თქმით, ექთნების ნაწილის მტკიცებით, მადონა სუთიძემ დაზიანება ტუმბოზე დაცემის შედეგად მიიღო, მედპერსონალის ნაწილმა კი განაცხადა, რომ პაციენტის დაზიანებები მის აგრესიულ ქცევას უკავშირდება.

ახლობლებმა დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათებიც წარადგინეს, სადაც ახალგაზრდა ქალს თავი სახვევებით აქვს დაფარული.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რეალურად რა მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში და რა პირობებში მიიღო პაციენტმა დაზიანებები. ისინი ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ ფაქტის გაგების დღესვე, 17 ივლისს აცნობეს. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზიები აქვთ ღუდუშაურის კლინიკის ქირურგის მიმართაც, რომელმაც 9 მაისს პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთა.

მადონა სუთიძის მულის დინარი ბლიაძის თქმით, ოპერაცია არასათანადოდ ჩატარდა. პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა, ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უტარდება.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42