"როდესაც სასაფლაოდან ტირილი ისმის, მთელმა სოფელმა იცის, რომ თემური მშობლების საფლავზე მიიყვანეს!" - 40 წლის ბიჭის უმძიმესი ისტორია
საზოგადოება - 16:39, 31 Jul, 2019     22136

როდესაც სასაფლაოდან სულის შემზარავი გმინვა და ტირილი ისმის, მთელმა სოფელმა იცის, რომ თემური მშობლების საფლავზე მიიყვანეს! თემური 40 წლის არის, მაგრამ დღემდე არ შეუძლია დედ-მამის გარეშე ცხოვრება. მას ხომ მათ გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. თემური დაიბადა ბავშვთა ცერებრული დამბლის უმძიმესი ფორმით.

დედ-მამას ძალღონე დაუშურებიათ მისთვის და სანამ ცოცხლები იყვნენ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რამენაირად მაინც გაეუმჯობესებინათ თემურის მდგომარეობა. ისევე უვლიდნენ, როგორც ბავშვობაში: ბანდნენ, ასადილებდნენ, ეფერებოდნენ...

თემურის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე დადგა! ჯერ დედა გარდაიცვალა, შემდეგ კი მამა... მადლობა ღმერთს, მას ჰყავს და, რომელიც ძმის გამო მეუღლესთან და პატარა ბავშვებთან ერთად თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდა.

წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული და თავგანწირვაა საჭირო, ქალაქი რომ მიატოვო და სოფელში ავადმყოფ ძმასთან გადახვიდე?!

ჩვენ მზევინარს ოჯახისა პრობლემებსა და საჭიროებებზე გავესაუბრეთ.

- მზევინარ, ძალიან რთული იყო მშობლების გარდაცვალების შემდეგ?

მზევინარი: ეს დარტყმა იყო ჩემთვის... მაგრამ ოჯახი მყავს, უბედურება შვილებმა გადამატანინეს, თემური კი ... ის ხომ ბავშვივითაა... ერთი დღეც არ უცხოვრია მშობლების გარეშე, ძალიან ენატრება ისინი. იმდენად მიჯაჭვული იყო მათზე, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ, ყველას ეგონა, ვერ გადარჩებოდა. როცა ჩემთან თბილისში ერთოთახიან ბინაში გადავიყვანე, ყოველდღე ტიროდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სოფელში გადმოსვლა, რაზეც ჩემ ქმარს ვემადლიერები, ის თემურთან დაკავშირებით ყველაფერში მხარს მიჭერს და მეხმარება, ბავშვებსაც ძალიან უყვართ ბიძა...

- სოფელში უკეთ გახდა თემური?

მზევინარი: დიახ! არ გეგონოთ რომ ბავშვთა ცერებრულ დამბლასთან ერთად ის გონებრივადაც ჩამორჩენილია, მას ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, ის მიჩვეულია ამ სახლს, ეზოს. ეს მისი სამყაროა, და ამ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა! ყოველ დღე გვთხოვს მე და ჩემს მეუღლეს „დედასთან და მამასთან“ ავიყვანოთ. მხოლოდ ამ ორ სიტყვას წარმოთქვამს. მშობლების საფლავზე ტირის, ეძახის მათ. მთელმა სოფელმა იცის თემური როდესაც იქაა. – გვითხრა მზევინარმა და თავადაც ატირდა.

თემურის ჯანმრთელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ასე იტანჯება, ბოლო დროს ძალიან გაუარესდა. წინა წელს ექიმებმა მას ახალი დიაგნოზი დაუსვეს - „ეპილეფსია“.

ეს ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. თემურის პენსიითა და ქმრის მიერ შემოტანილი ორი კაპიკით ცდილობენ თავის გატანას.

მზევინარი: ორი შვილი მყავს, და რა თქმა უნდა, მათი გამოკვება ჩვენი მთავარი საზრუნავია, მაგრამ თემური, ჩვენთვის უპირველესია. მას მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. წარმოგიდგენიათ რა რთულია მისთვის ეს ყველაფერი, ბზიკის მოცილებაც კი არ შეუძლია თავიდან, თუ უკბინა. თავსაც კი ვერ ასწორებს დახმარების გარეშე...

ჩვენი ოჯახი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძალიან გაგვიჭირდა დახმარების თხოვნით თქვენთან მოსვლა. ვიმედოვნებთ, ჩვენ თხოვნაზე კეთილი ადამიანები გამოგვეხმაურებიან და ჩემ ძმას თავის წილ სითბოს აჩუქებენ. ჩვენი მშობლები სულ იმ იმედით ცხოვრობდნენ, რომ გამოვაკეთებდით თემურს. მაგრამ ღმერთმა ის ჩვენ ასეთი გვაჩუქა, სუფთა სულის მქონე ანგელოზი და ჩვენ უფალთან პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მასზე ვიზრუნოთ!

მეგობრებო, ნებისმიერი სახის დახმარება თემურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება! ახლა მას ყველაზე მეტად მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური კვება. ვიცით, მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია!

თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ თემური. ის ჩხოროწყუს რაიონში სოფელ ზუმში ცხოვრობს. ტელ: 579 18 03 40.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თემურ ჯოლოხავა). თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42