შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მისი ვინაობა დაადგინა.
თვითმხილველების თქმით, შელაპარაკება გოგონას გამო დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
„შელაპარაკება იყო. მგონი გოგოს მიაყენეს შეურაცხყოფა და მერე მოხდა ჩხუბი. როგორც ვიცი, ბოქსის აპარატს დაარტყა ხელი აზერბაიჯანის მოქალაქემ და ფული ჩააგდო ქართველმა გოგონამ. ანუ ქართველმა გოგონამ ჩააგდო ფული, რომ უნდა დაერტყა და დაარტყა აზერბაიჯანის მოქალაქემ და ამას მოჰყვა ჩხუბი" - აღნიშნა თვითმხილველმა.
ადგილობრიოვების თქმით, დაჭრას წინ ხმაური და შელაპარაკება უძღოდა. სამივე მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამიდან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთის კი შედარებით მძიმეა.
ჭრილობები დაშავებულებს ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში აღენიშნებათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






