თსუ-ში ბაკალავრიატის გამოშვება 2019 გაიმართა
საზოგადოება - 12:19, 31 Jul, 2019     1347

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2019 წელს ბაკალავრიატის 3000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. 2019 წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აკადემიური საბჭოს წევრებმა და ფაკულტეტების დეკანებმა მიულოცეს.

„ძალიან ამაღელვებლი დღეა სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, ჩვენთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ყოველივე მათგანს. დღეს, ჩვენი კურსდამთავრებულები შეუერთდნენ თსუ კურსდამთავრებულების დიდ არმიას. ეს მართლაც უზარმაზარი რიცხვია - დღეს მათი რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს“,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ბევრი კურსდამთავრებული დაბრუნდება უნივერსიტეტში, სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამებზე და თსუ-ს კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის. „ჩვენ ვართ ერთი ოჯახის წევრები, ჩვენ ყველა უნივერსიტეტელები ვართ“,-აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თსუ კურსდამთავრებულმა მარიამ ჯაშმა კურსდამთავრებულებს პირველი აკადემიური ხარისხის მოპოვება მიულოცა. „განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ხარ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მისასალმებელია, რომ თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში საუკეთესო უნივერიტეტების 2 % -შია, დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება გზა რეფორმებით და იმ ახალი სტანდარტების დანერგვით, რომელიც ჩვენ ევროპასთან დაგვაახლოებს“. -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფაკულტეტების ყველაზე მაღალრეიტინგულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა გადასცეს.

„დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა აქ ყოფნა. ეს 4 წელი ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება და თავგადასავალი. დიდი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება მივიღე უნივერსიტეტში, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომელთაც არა მარტო ჩემს პროფესიულ ზრდას შეუწყვეს ხელი, არამედ ჩემს პიროვნულ განვითარებასაც“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თსუ წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მარიამ მაჭარაშვილმა.

ბაკალავრების გამოსაშვები დღის დასკვნითი ღონისძიება კუს ტბაზე გაიმართა. საღამოზე კურსდამთავრებულებისთვის და თსუ სტუდენტებისთვის კონცერტი სტეფანემ და Dj-ებმა Giorgio Burduli, Frankie Beatnik, Levi Love Disco გამართეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა 1922 წელს აღნიშნა. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წელს 5300-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის 500-ზე მეტი აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42