პროსტიტუცია და ტყვეობა ქორწინების ნაცვლად
მსოფლიო - 18:22, 30 Jul, 2019     3230

ივლისის განმავლობაში პაკისტანის პოლიციამ 20-მდე ჩინეთისა და ათულობით პაკისტანის მოქალაქე დააკავა ტრეფიკინგის ბრალდებით. ეს პირები იმ დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრები იყვნენ, რომლებიც ქალების ვაჭრობით იყვნენ დაკავებული. ისინი პაკისტანელ, ძირითადად, ღარიბ ქრისტიან ქალებს პირდებოდნენ ჩინეთში საცხოვრებლად გადაყვანას და მორიგებით გათხოვებას.

დაკავების პროცესში ჩართული იყვნენ მოხალისე ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციებიც. მათი მონაცემით ამ კატეგორიის ქალთა რიცხვი ათასს აღემატება.

გათხოვება და ქორწინების რიტუალი ქალების ტყვეობითა და მათი პროსტიტუციაში ჩართვით მთავრდებოდა. დანაშაულებრივი სქემა მას შემდეგ გაიხსნა, რაც რამდენიმე გოგონას მშობლებმა, რომლებიც შვილებს ჩინეთში ვეღარ უკავშირდებოდნენ, პაკისტანში ხმაური ატეხეს და შესაბამის ორგანოებს მიმართეს.

ერთერთი ტყვეობიდან დახსნილი გოგონას ინფორმაციით, დაქორწინების შემდეგ ჩინელმა "ქმარმა" ის სხვა მამაკაცს მიყიდა, რომელმაც გოგონას პასპორტი წაართვა და განუცხადა, რომ ის გაქცევას ვერ შესძლებდა, რადგან ის მისი "ნაყიდი" საკუთრება იყო.

"მან ჩემზე ძალა იხმარა, შემდეგ მოვიდა სხვა ორი კაცი, რომელთაც ასევე გამაუპატიურეს. ძირითადად ერთი და იგივე მამაკაცები იყვნენ, თუმცა, 3-4ჯერ სხვა მამაკაცებიც მოდიოდნენ," - აცხადებს გოგონა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გოგონებს ანალოგიურად ექცეოდნენ.

დაპატიმრებულია ის ქრისტიანი მღვდელიც, რომელიც ქორწინებების რიტუალებს ატარებდა პაკისტანში.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, პაკისტანის ხელისუფლება ცდილობს ამ ფაქტებს ფართო გახმაურება არ ჰქონდეს, რადგან მათი აზრით, ეს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მმოხდენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42