ბრაზილიის ციხეში ბანდებს შორის დაპირისპირების შედეგად გამოწვეული ბუნტის დროს 57 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან 16-ს თავი მოაჭრეს,- ინფორმაციას ავრცელებს CNN.
უმრავლესობა გარდაცვლილებისა დაიღუპა ასფიქსიის შედეგად, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთი ბანდის მიერ ციხის კომპლექსში გაჩენილმა ხანძარმა. მედიის განცხადებით, დაპირისპირება დაიწყო 7 საათზე, როდესაც ქალაქ ალტამირას ციხეში ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა ციხის მეორე კორპუსის სახურავი დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს მოწინააღმდეგე ბანდის წევრების საკნებს. დაპირისპირების დროს ბანდის წევრებმა აგრეთვე აიყვანეს ციხის ორი თანამშრომელი მძევლად, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს. მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, 16 პატიმარს, რომლებიც ამ კონფლიქტის გაღვივებაში მონაწილეობდნენ, მკაცრი სასჯელის კოლონიაში გადაიყვანენ.
ციხის ხელმძღვანელობის ინფორმაციის თანახმად, სისხლისღვრის გამოწვევის მიზეზი არის წილების ვერ გაყოფა და შეუთანხმებლობა ფულთან დაკავშირებით ნარკო-კარტელის დაჯგუფების წევრებს შორის.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ადანაშაულებენ ხელისუფლებას უმოქმედობასა და კონფლიქტის ხელშეწყობაში დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. მათი განცხადებით, ციხის უსაფრთხოების სამსახურის წევრებს არც ერთი პრევენციული ღონისძიება არ გაუტარებიათ, რათა მასობრივი მკვლელობები შეეჩერებინათ.
მასალის გამოყენების პირობები






