გერმანიაში დედა და მისი 8 წლის ბავშვი მატარებლის ბაქნიდან ხელის კვრით ჩააგდეს ლიანდაგებზე სწორედ მაშინ, როდესაც მოემართებოდა მატარებელი, რომელმაც დამუხრუჭება ვერ შეძლო და მცირეწლოვანი ბიჭი გაიტანა.
ბოროტმოქმედმა გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მეტრო-სადგურში თავდაპირველად ქალს ჰკრა ხელი და მატარებლის ლიანდაგებში ჩააგდო, რამდენიმე წამის შემდეგ კი მის შვილსაც ჰკრა ხელი. 8 წლის ბიჭმა გაქცევა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო და მატარებელმა გადაუარა, ხოლო ბიჭის დედამ მოასწრო ბაქანზე ამოსვლა, სანამ მატარებელი გაიტანდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა მესამე ადამიანსაც ჰკრა ხელი, თუმცა ბაქანზე შეკრებილმა ხალხმა იგი განდევნა შემთხვევის ადგილიდან .
გარკვეული პერიოდის შემდეგ მატარებლის სადგურზე პოლიციამ დააკავა 40 წლის მამაკაცი თავდასხმის ფაქტზე .
დაკითხვის შედეგად ჯერ კიდევ უცნობია თუ რაიყო ბოროტმოქმედის განზრახვის მოტივი.
მასალის გამოყენების პირობები






