უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის პარტიის "ხალხის მსახურის" ერთერთი ლიდერი დავით არახამია ასახელებს იმ პირებს, რომლებიც სავარაუდოდ უკრაინის რადას უხელმძღვანელებენ.
არახამია უკრაინის რადას სპიკერად ზელენსკის პარტიის თავმჯდომარეს, საარჩევნო სიის პირველ ნომერს, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, დმიტრი რაზუმკოვს ასახელებს. ვიცე-სპიკერად - ცნობილ უკრაინელ სამართალმცოდნეს, პარტიის მთავარ იდეოლოგს, რუსლან სტეფანჩუკს, რომელთანაც ზელენსკის ურთიერთობა სტუდენტობის დროიდან - მანსანკანის კლუბიდან აქვს. ამჟამად სტეფანჩუკი პრეზიდენტის წარმომადგენელია რადაში.
რაც შეეხება ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეს, არახამიას თქმით, ამ პოსტზე პირადად მისი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სოციოლოგის და ჟურნალისტის, ალექსანდრ კორნიენკოს კანდიდატურები განიხილება.
დავით არახამია (ფსევდონიმი - დევიდ ბრაუნი) ზელენსკის პარტიის სიის მე-4 ნომერი იყო. იგი უკრაინელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე და მოხალისეა. იგი 1979 წელს სოჭში დაიბადა და 1992 წლამდე გაგრაში ცხოვრობდა, საიდნაც საომარი მოქმედებების გამო მისი ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიით ეკონომისტია. 2014 წელს მან, რამდენიმე მოხალისესთან ერთად გახსნა საიტი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა თანხების შეგროვება უკრაინელი მეომრებისთვის, რომლებიც სამშობლოს დონბასში იცავდნენ. დაჯილდოებულია ორდენით "დამსხურებისთვის", იყო თავდახვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებრივ საწყისებზე.

მასალის გამოყენების პირობები






