მორიგი ბრიტანული სამეფო-სამხედრო ხომალდი შემოვიდა სპარსეთის ყურეში, რეგიონში მომატებული დაძაბულობის ფონზე ირანთან.
HMS DUNCAN-ის ტიპის საესკადრო ნაღმოსანი შეუერთდა HMS MONTROSE-ს ფრეგატს, რათა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ სატრანსპორტო გემების უსაფრთხოება უზრუნველყოს ორმუზის სრუტეში.
,,თავისუფალი სანავიგაციო ზონის შექმნა ორმუზის სრუტეში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსთვის, არამედ მისი საერთაშორისო პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვისაც’’,- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ ვოლასმა.
HMS DUNCAN დარინგის კლასის ერთ-ერთი საესკადრო ნაღმოსანია ბრიტანეთის სამეფო-საზღვაო ძალებში, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველადაა შექმნილი. იგი აღჭურვილია 48 ცალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ასტერ-15/30-ის რაკეტებით , რომლის მოქმედების რადიუსი 3-იდან 120 კმ-მდეა. იგი აგრეთვე შეიარღებულია ჰარპუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით , რომელიც ხომალდების წინააღმდეგაა გათვლილი
მასალის გამოყენების პირობები






