ხელისუფლება სადისტურად იქცევა, თქვენ დღეს თავი ნამდვილ მოქალაქეებად და გმირებად წარმოაჩინეთ - რუსეთის ოპოზიცია 3 აგვისტოს მიტინგისთვის ემზადება
მსოფლიო - 23:06, 27 Jul, 2019     1312

თითქმის მთელი დღე გრძელდებოდა საპროტესტო აქციები მოსკოვში, რომელზეც მომიტინგეები დედაქალაქის საარჩევნო კომისიის მიერ ოპოზიციონერი კანდიდატების მოხსნას აპროტესტებდნენ.

ასევე მთელი დღე გრძელდებოდა მოსკოვის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის სადამსჯელო ღონისძიებები, რომელთა მიზანიც საპროტესტო აქციების ჩაშლისკენ იყო მიმართული. პოლიციამ ჯერ კიდევ მიტინგის დაწყების წინ დააკავა აქციის ორგანიზატორები და არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატები, არასანქვცირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოსახლეობისთვის მოწოდების ბრალდებით.

დაკავებები ქუჩებში აქციის დაწყებამდე და უშუალოდ აქციის დროს 22 საათამდე გაგრძელდა. საბოლოო ინფორმაციით 1100-მდე მომიტინგე იქნა დაკავებული. სამართალდამცავები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ მომიტინგეებს და ხელკეტების გამოყენებით მათ მოსკოვის ცენტრიდან განდევნას ცდილობდნენ.

დღის დასარულს მომიტინგეთა ნაწილი სადოვაიას ქუჩაზე შეიკრიბა, სადაც მათ ასევე დასდევდა პოლიცია.

სადოვაიაზე მომიტინგეებს აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ილია იაშინმა დაშლისკენ და 3 აგვისტოს მიტინგის მზადებისკენ მოუწოდა,

"ხელისუფლებას "სახურავი აეხადა", იგი სადისტურად იქცევა.

მეგობრებო, თქვენ დღეს თავი ნამდვილ მოქალაქეებად და გმირებად წარმოაჩინეთ.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯია 3 აგვისტოს მიტინგი მოსკოვში," - განაცხადა იაშინმა.

მიუხედავად მოწოდებისა, სადოვაიაზე 200-მდე მომიტინგე მაინც დარჩა. პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა და დაიშალა.

ადგილობრივი დროით 22 საათისთვის მომიტინგეებიც დაიშალენ.

ჟურნალისტები და ადგილობრივი უფლებადამცველები დაკავებულთა და დაშავებულთა ბედს არკვევენ. ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლება მოსკოველებს უბიძგებს, რომ პროტესტი უკვე კრემლისა და მისი ხელმძღვანელისკენ მიმართონ - დღეს პირველად ,,პუტინ ხუილო'' მოსკოვის ქუჩებშიც გაისმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42