რუსული და სირიული ავიაცია უმოწყალოდ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას - გაერო
მსოფლიო - 16:36, 27 Jul, 2019     1615


100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის 26 ბავშვია, გარდაიცვალა რუსებისა და ასადისტების მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვების შედეგად უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ,- ნათქვამია გაეროს ოფიციალურ განცხადებაში.

გაეროში ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა გაეროში წამყვანი სახელმწიფოები დაადანაშაულა ინდიფერენტულობაში სირიაში მიმდინარე ძალადობასთან დაკავშირებით , რომელშიც აქტიურადაა ჩართული რუსეთი.

,,გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, საკითხისადმი დაინტერესებას და ძალადობის შეჩერებას კი მსოფლიო ,,კოლექტიური მხრების აჩეჩებით'' პასუხობს, რის შედეგადაც საერთაშორისო რადარებიდან გაქრა იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ძალადობა, გაეროს უშიშროების საბჭოც კი უფუნქციოა არსებულ საკითხთან მიმართებით '' ,- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა.

იდლიბის პროვინცია წარმოადგენს სირიის ხელისუფლების ოპოზიციის ერთადერთ უკანასკნელ ციხე-სიმაგრეს, რომლის წინააღმდეგ აქტიურად ახორციელებს საჰაერო რეიდებს რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაცია 29 აპრილიდან დღემდე. გაეროს ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან 350 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და ათეულობით ათასი დაშავდა, ხოლო 400 000 კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42