იდლიბის პროვინციაში ასადის სამხედრო ძალებისა და რუსეთის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული რეიდებისს შედეგად უამრავი ადამიანი იხოცება. ინტერნეტ სივრცე მოიცვა AL JAZEERA-ს მიერ გავრცელებულმა ვიდეო-კადრმა, რომელიც ასახავს ერთ-ერთი ოჯახის ტრაგედიას, რომელთა სახლიც ავიაციის დაბომბვის შედეგად განადგურდა. კადრში ასახულია, თუ როგორ ცდილობს 5 წლის გოგონა თავისი ახალშობილი დის გადარჩენას, იგი ჩვილს ტანსაცმელზე ექაჩება და ლამობს მის ამოყვანას ნანგრევებიდან. ფოტოზე ჩანს მამაც, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა და შეძრწუნებული უყურებდა აღნიშნულ მოვლენას.
სირიული მედიის, SY24-ის ჟურნალისტმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: ,,როდესაც შემთხვევის ადგილას აღმოvჩნდი, მამა ცდილობდა საკუთარი შვილების გადარჩენას და ნანგრევებიდან მათ ამოყვანას, რომლის დროსაც იგი შემაძრწუნებლად ღრიალებდა და ქვითინებდა’’.
სირიული მედიის ინფორმაციით, გოგონა რომელიც საკუთარი ახალშობილი დის გადარჩენას ცდილობდა, სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე თვის ახალშობილი კი გადარჩა და გადის აქტიურ მკურნალობას საავადმყოფოში.
დაბომბვებს ასევე შეეწირა ბავშვების დედაც, რომელიც ნანგრევებში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა საჰაერო რეიდის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






