"ჩემი ბიჭი უკვე ძირს ეგდო, გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა და ენას ვერ აბრუნებდა" - დედა-შვილის ტრაგედია, რომელთაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 13:41, 26 Jul, 2019     4194

„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 90 წლის ციალა ჭეიშვილმა, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აწუხებს და დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევს. მას უჭირს გადაადგილება და თითქმის მთელი დღე წევს.

„ჩამოხეული“ კედლები, საიდანაც ძველი გაყვანილობა ჩანს; სარემონტოდ გამზადებული მასალები, რომლებიც 6 წელია, რაც კარადის თავზე იმტვერება; საპირფარეშოს და სამზარეულოს კეთილმოწყობა ციალა ჭეიშვილის შვილმა იგორმა მოასწრო. ახლა შეუძლია მხოლოდ იამაყოს.

მისაღებ ოთახში დგას ძველი მაგიდა, რომელზეც იგორის წამლები აწყვია. საწოლთან მდგარ ძველ სკამზე კი რამდენიმე წამალი დევს, დედისთვის, იმისთვის რომ ადვილად მისწვდეს მათ.

აქ გეგონება რომ დრო გაჩერდა, უყურებენ საათს, მხოლოდ იმისთვის რომ არ დაავიწყდეთ წამლის მიღების დრო. 6 წლის წინ ციალა და იგორ ჭეიშვილების ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება იმ ლიანდაგზე გადავიდა, რომელზეც მატარებლები დიდი ხანია უკვე აღარ დადიან, და უკუნეთში გაჩერდა...

აი, რას გვიყვება ქალბატონი ციალა:

„ჩვენ ბედნიერად და უდარდელად ვცხოვრობდით. პენსიაზე რომ გავედი, ჩემი შვილი მუშაობდა. მე მარტომ გავზარდე, განათლება მივეცი, ფეხზე დავაყენე... მამამისმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც იგორი 5 წლის იყო. მაგრამ ჩემი ბიჭი ყოჩაღი გამოდგა. და აი, ნელ-ნელა დავიწყეთ რემონტის კეთება. მან თავად გაარემონტა სველი წერტილები, მოაპირკეთა აბანო და სამზარეულო. და დაიწყო შპალერის ჩამოხევა. დღისით სამსახურში დადიოდა, საღამოს კი სარემონტო სამუშაოებს განაგრძობდა...

ერთ დილით კი ყველაფერი შეიცვალა! იგორი სახლში უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. კარის გასაღებად რომ მივედი, ჩემი ბიჭი უკვე ძიტს ეგდო, გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. ეს ჩემთვის შოკი იყო და ყვირილი დავიწყე... მეზობლები მოცვივდნენ და სასწრაფოს გამოუძახეს, შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი შვილი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა თქმა უნდა ამან ჩემ ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა. მთელი დანაზოგი, რაც მქონდა პირველივე თვეებში იგორი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, მაგრამ ამან არ უშველა. ის დღესაც ვერ გამოთქვამს სიტყვებს და გულზეც იმის შემდეგ პრობლემები აქვს. 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაუმეორდა ინსულტი, რამაც ორივეს მდგომარეობა დაგვიმძიმა.

მხოლოდ ის შეუძლია, რომ სახლი მოაწესრიგოს და შეძლებისდაგვარად მომიაროს. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ჩემი იგორი გონებას კარგავს და ვერც კი მცნობს ხოლმე».

ჩვენ მას ვეკითხებოდით პრობლემებზე, სიხარულზე, ოცნებაზე, ის კი სულ ერთი და იმავეს გვპასუხობდა „ჩემი იგორი“!

აქ რთული სათქმელია, რომ ვინ ვიზე ზრუნავს - 90 წლის დედა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში წევს და შვილისთვის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს, თუ შვილი, რომელსაც არ შეუძლია კითხვა, ვერ გამოთქვამს სიტყვებს და მხოლოდ დედას ესმის მისი.

ყველაზე მეტად ვინ გეხმარებათ?

თუ სახელმწიფოს გულისხმობთ, როგორ შემიძლია მათი იმედი მქონდეს, მე ხომ მხოლოდ პენსია მაქვს. 50 წელიწადი ვმუშაობდი, გავზარდე შვილი და სახელმწიფო მხოლოდ ინვალიდობისთვის 100 ლარს მაძლევს. კიდევ კაი რომ ჩვენი რაიონის გამგეობა ძვირადღირებულ წამლებს გვიფინანსებს იგორისთვის, ისიც ნაწილობრივ. ახლანდელი გამგებელი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ეს დახმარება გამოგვიყო. მისი წინამორბედები, ფულს ხომ მხოლოდ ჯიბეში იდებდნენ.

90 წლის განმავლობაში ციალა ჭეიშვილმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მთავარი სიმწარე ცხოვრება მოხუცებულობისთვის შემოუნახა. ამ ხვედრს ის ახლა ტკივილითა და სიმწრით იხსენებს და გვიყვება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის, მის შვილს ხომ მხარდაჭერა სჭირდება. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ციალა ჭეიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/486-cheishvili/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42