ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე შეიზღუდება
საზოგადოება - 11:05, 26 Jul, 2019     2320
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ღამის 00:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ატენის ქუჩის კუთხიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე გაგრძელდება.


"სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწარმოებს ვარაზისხევიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შესაბამისად, მცირედით შეიცვლება ვაკეში მოქმედი დროებითი სატრანსპორტო სქემები: კავსაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეტრიალდება ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით; თაქთაქიშვილის ქუჩა გაცალმხრივდება და ტრანსპორტი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ იმოძრავებს; ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება კეკელიძის ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად და მიშველაძის ქუჩიდან კავსაძის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად; აბაშიძის ქუჩა გაცალმხრივდება ბერძენიშვილის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე. ამდენად, ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მიშველაძის, ბერძენიშვილის ან კავსაძის ქუჩების გამოყენებით მოხვდება.

აღნიშნული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მცირე ტევადობის ავტობუსები N9 და N59 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ კავსაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ავტობუსი N83 ჭავჭავაძის გამზირიდან იმოძრავებს მიშველაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით. ხოლო ავტობუსები N61, N87 და N140 მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კუთხეში დაასრულებენ.

ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტით იმოძრავებენ ავტობუსები N9, N59 და N83 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42