ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ვეტო დაადო კონგრესის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც ბლოკავს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საამიროებისთვის 8,1 მილიარდი ღირებულების იარაღის მიყიდვას.
თეთრი სახლის ხელმძღვანლის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმითო რომ არ შემცირდეს ამერიკის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში და არ დაზიანდეს ურთიერთობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.
დონალდ ტრამპის ვეტო განპირობებული იყო კონგრესის მიერ მიღებული რეზოლიციიების კვალდაკვალ პარტნიორები სახელმწიფოებისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით. კონგრესის წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ იარაღების მიყიდვამ საუდის არაბეთისთვის, შესაძლოა გამოიწვიოს მათი აქტიური გამოყენება იემენის სამოქალაქო ომში.
მასალის გამოყენების პირობები






