ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძე დღეს 18 წლის გახდებოდა.
დათუნა სარალიძის სახელობის ფონდი მის დაბადებისდღესთან დაკავშირებით, საგურამოში საქველმოქმედო საღამოს მოაწყობს, სადაც პატარების დასახმარებლად ნივთები გაიყიდება.
"მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ვინც მიცნობთ და არ მიცნობთ, მოკლედ დავბრუნდი, ვინც მიცნობთ და ჩემი ნახვა გინდათ, ვინც მე არ მიცნობთ და დათუჩას იცნობდით, ან ჩემ ოჯახს იცნობთ, ან არავის არ გვიცნობთ და უბრალოდ სიკეთის კეთება გინდათ, ხვალ არის დათუჩას დაბადებისდღე, ასევე დათუჩას სახელობის ფონდის რომლითაც ვეხმარებით პატარებს, დათუჩა გახდებოდა 18 წლის, ფონდი ხდება ერთი წლის, ხვალ საღამოს 8 საათზე საგურამოში(ზედაზნის ასახვევი, ხელმარჯვნივ მეორე ჩიხი) მოეწყობა საქველმოქმედო საღამო, სადაც გავყიდით ან ვიყიდით ნივთებს, თანხა რომელიც შეგროვდება დაირიცხება ფონდის ანგარიშზე. დეტალებისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 555 006 135 " - წერენ სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






