AL JAZEERA-ს ინფორმაციით, ირანმა დააკავა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მომუშავე 17 ჯაშუში, რომელთა ნაწილსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა. უშიშროების უწყებებმა წარმატებით ჩაშალეს აშშ-ს ჯაშუშური ქსელი,- აცხადებს ირანის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობა. უწყების განცხადებით, ის ვინც გამიზნულად მუშაობდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, გადაცემულია შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს.
ირანის განცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი საკუთარი ტვიტერის გვერდზე და აღნიშნულ ინფორმაციას სრული აბსურდული უწოდა.
ირანის დაზვერვის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს 17 ჯაშუშიდან საკუთარი მოღალატეობრივი საქმიანობით არ მიუღწევია წარმატებისთვის - მათ მოვალეობას მუშაობის პროცესში წარმოადგენდა ინფორმაციების შეგროვება იმ უწყებებზე, სადაც იყვნენ დასაქმებულნი და აგრეთვე სამეთვალყურეო მოწყობილობების დამონტაჟება.
პერიოდულად, ირანი აცხადებს ხოლმე ჯაშუშების განეიტრალებისა და დაკავებების შესახებ მედიაში, რომელთაც კავშირი აქვთ აშშ-სა და ისრაელთან. ივნისში, ირანმა სიკვდილით დასაჯა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ბრალდებული იყო CIA-სთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციების მიწოდებაში.
მასალის გამოყენების პირობები






